მაია მანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაია მანია (დ. 1957, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი, ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნე. არქიტექტურის ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, პროფესორი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2018).

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. მაია მანიას სამეცნიერო კვლევის სფეროა თბილისის და სხვა ქართული ქალაქების საერო არქიტექტურა. თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის განყოფილების ასოცირებული პროფესორი, 2005 წლიდან აკადემიაში მიჰყავს თბილისისა და სხვა ქართული ქალაქების არქიტექტურის ისტორიის კურსი. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის ექსპერტ-არქიტექტორი. ბეთლემის უბნის კონსერვაციის გეგმა-ჩარევის სახელმძღვანელო პრინციპები, მეცნიერ-კონსულტანტი, პროექტი დაამუშავა ICOMOS საქართველომ, UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის დივიზიის და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით (2005).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]