მაგრანეთის მეორე ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაგრანეთის ნამოსახლარი.

მაგრანეთის მეორე ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაგრანეთში, ჭიჩოელების უბანში. განეკუთვნება VI-VIII საუკუნეებს. 1963 წელს, მცირე გათხრები ჩაატარა ისტორიის ინსტიტუტის ერწო-თიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). ნამოსახლარზე მიწის ზედაპირიდან 0,2-0,3 მეტრ სიღრმეზე აღმოჩნდა ნაცრის ნაშთი და კლდოვანი ნიადაგი ნაცეცხლარითურთ. აქ კერა უნდა ყოფილიყო. მის ირგვლივ შემორჩენილია თიხის ჭურჭლის (ხელადა, ქილა, ქოთანი, ბადია, დერგი და სხვა) ნატეხები. სავარაუდოა, რომ ამ ადგილას ოდესღაც სამეურნეო და საცხოვრებელი ნაგებობა იდგა. იქვე აღმოჩნდა ვარდისრად გამომწვარი ქვევრის ნატეხები. აღმოჩენილი მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]