მაგნიუმის ნიტრატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაგნიუმის ნიტრატი
მაგნიუმის ნიტრატი: ქიმიური ფორმულა
ზოგადი
სისტემური სახელწოდებამაგნიუმის ნიტრატი
ქიმიური ფორმულაMg(NO3)2
მოლური მასა148.32 (უწყლო)
184.35 გ/მოლ(დიჰიდრატი)
256.41 გ/მოლ (ჰექსაჰიდრატი) /მოლი
ფიზიკური თვისებები
მდგომარეობა (სტ. პირ.)თეთრი კრისტალური მყარი ნივთიერება
სიმკვრივე2.3 გ/სმ3 (უწყლო)
2.0256 გ/სმ3 (დიჰიდრატი)
1.464 გ/სმ3 (ჰექსაჰიდრატი) /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა129 °C
დუღილის ტემპერატურა330 °C
თვითაალების ტემპერატურაარაალებადი °C
მოლური თბოტევადობა (სტ. პირ.)141.9 /(·კ)
ქიმიური თვისებები
ხსნადობა წყალში125 /100 მლ
ოპტიკური თვისებები
გარდატეხის მაჩვენებელი1.34 (ჰექსაჰიდრატი)
სტრუქტურა
კრისტალური სტრუქტურა კუბი
უსაფრთხოება
რისკის ფრაზებიგამაღიზიანებელი
კლასიფიკაცია
CAS 13446-18-9
PubChem25212
EINECS233-826-7
SMILES
  • [N+](=O)([O-])[O-].[N+](=O)([O-])[O-].[Mg+2]
RTECSOM3750000 (უწყლო)
OM3756000 (ჰექსაჰიდრატი)

მაგნიუმის ნიტრატი ჰიგროსკოპული მარილია ფორმულით Mg(NO3)2. ჰაერზე ის სწრაფად წარმოქმნის ჰექსაჰიდრატს ფორმულით Mg(NO3)2·6H2O (და მოლური მასით 256.41 გ/მოლ). ის ძალიან კარგად იხსნება როგორც წყალში, ისე ეთანოლში.

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაგნიუმის ნიტრატი მოიპოვე როგორც საბადოებში ისე კავერნებში როგორც ნიტრომაგნეზიტი (ჰექსაჰიდრატის ფორმით).[1] მაგრამ ეს ფორმა გავრცელებული არაა, თუმცა ის შეიძლება წარმოიქმნას, იქ, სადაც სკინტლი მაგნიუმით მდიდარ ქვებს ეხება. ის გამოიყენება კერამიკაში, ბეჭდვაში, ქიმიურ და აგროკულტურულ ინდუსტრიებში. ის როგორც სასუქი შეიცავს 10.5% აზოტს და 9.4% მაგნიუმს, ამიტომ მისი შეფუთვა როგორც წესი შეიცავს წარწერას 10.5-0-0 + 9.4% Mg. შერეული ფორმით მაგნიუმის ნიტრატი როგორც წესი გაყიდვაში ამონიუმის ნიტრატთან, კალციუმის ნიტრატთან, კალიუმის ნიტრატთან და სხვა მიკროელემენტებთან ერთადაა. ეს ნარევები გამოიყენება სათბურებსა და ჰიდროპონიკაში.

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაგნიუმის ნიტრატი კომერციაში გამოიყენება როგორც ნაწარმი პროდუქტი. მისი წარმოება მრავალი გზითაა შესაძლებელი. მაგალითად: მაგნიუმისა და აზოტმჟავას შორის რეაქცია:

2 10HNO3 + 4Mg = 4Mg(NO3)2 + NH4NO3 + 3H2O

ან მაგნიუმის ოქსიდთან

2 HNO3 + MgO → Mg(NO3)2 + H2O

ორივე შემთხვევაში რეაქციის პროდუქტს წარმოადგენს მაგნიუმის ნიტრატი.

მაგნიუმის ჰიდროქსიდი და ამონიუმის ნიტრატი ასევე შედიან რეაქციაში, შედეგად ვიღებთ მაგნიუმის ნიტრატს და ამიაკს, რომელიც აირად ფორმაში გამოიყოფა.

Mg(OH)2 + 2 NH4NO3 → Mg(NO3)2 + 2 NH3 + 2 H2O

რეაქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაგნიუმის ნიტრატი ურთიერთქმედებს ტუტე მეტალების ჰიდროქსიდებთან და წარმოქმნის შესაბამის ნიტრატს: Mg(NO3)2 + 2 NaOH → Mg(OH)2 + 2 NaNO3.

იმის გამო, რომ მაგნიუმის ნიტრატს დიდი მიზიდულობა გააჩნია წყლის მიმართ, ჰექსაჰიდრატის გავარვარება არ იწვევს მარილის დეჰიდრატაციას. ის უბრალოდ იშლება მაგნიუმის ოქსიდად, ჟანგბადად და აზოტის ოქსიდად: 2 Mg(NO3)2 → 2 MgO + 4 NO2 + O2.

გამოყოფილი აზოტის ოქსიდის წყლით შთანთქმა აზოტმჟავის მიღების ერთ-ერთ გზას წარმოადგენს. ამ გზის არაეფექტურობის მიუხედავად ამ რეაქციაში არ მონაწილეობს არცერთი ძლიერი მჟავა.

უწყლო მაგნიუმის ნიტრატი ასევე გამოიყენება აზოტმჟავის კონცეტრაციის გასაზრდელად მისი აზეოტროპის (დაახლ. 68% აზოტმჟავა და 32% წყალი) კონცენტრაციის ზემოთ. ის ასევე ზოგჯერ დესიკანტადაც გამოიყენება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mindat, http://www.mindat.org/min-2920.html