ლუფარი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ლუფარი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Pomatomus saltatrix | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
ლუფარი (ლათ. Pomatomus saltatrix) — თევზის ერთადერთი სახეობა ლუფარისებრთა ოჯახისა. აქვს წაგრძელებული სხეული, რომლის სიგრძე 115 სმ, მასა 15 კგ აღწევს. გვხვდება ტროპიკულ და ზომიერ ზღვებში. ყოფილ სსრკ-ში — შავ და აზოვის ზღვებში. მტაცებელია. იკვებება სხვადასხვა თევზით. ძვირფასი თევზია, გემრიელი ხორცი აქვს. რეწვის ობიექტია.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 316, თბ., 1983 წელი.