ლულეელვენი
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 460 კმ |
| აუზის ფართობი | 25 240,5 კმ² |
| ჩაედინება | ბოტნიის ყურე |
| ქვეყნები | |
ლულეელვენი (შვედ. Luleälven) — შვედეთის ერთ-ერთი უმთავრესი მდინარე. სათავეს იღებს ჩრდილოეთ შვედეთში და მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთით, 460 კმ სიგრძეზე, სადაც ქალაქ ლულეოსთან ერწყმის ბოტნიის ყურეს. ნორბოტენის რეგიონში სიგრძით მეორეა კალიქსეელვენის შემდეგ, მაგრამ პირველია წყლის საშუალო ხარჯით.
აუზის ფართობია 25 240,5 კმ², საიდანაც 24 545,6 კმ² შვედეთის ტერიტორიაზეა, 694,9 კმ² კი ნორვეგიის.[1][2]
მდინარე ჰიდროენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა, მასზე აშენებულია უმნიშვნელოვანესი ჰიდროელექტროსადგურები. ინტენსიურად გამოიყენებოდა ხე-ტყის ტრანსპორტირებისთვის, მაგრამ ეს პორცესი 1980-იანი წლების დასაწყისში შეჩერდა.
XIX-XX საუკუნეების განმავლობაში, მდინარეზე გადიოდა დამცავი ხაზი ჯერ რუსეთის იმპერიის, ხოლო შემდეგ საბჭოთა კავშირის შემოჭრებისგან დასაცავად. თითქმის მთელს სიგრძეზე შემორჩენილია ფართო საფორტიფიკაციო ნაგებობები, რომლებიც ბოდენის ციხესიმაგრით მთავრდება ქალაქ ბოდენთან. ამ სიმაგრეებისა და ბუნკერების უმრავლესობის გამოყენება დღეს აღარ ხდება.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- (შვედური) შვედეთის მდინარეები სიგრძის მიხედვით
- (შვედური) ინფორმაცია შვედეთის მდინარეების ჩამონადენზე
- (შვედური) შვედეთის მდინარეები აუზის ფართობის მიხედვით
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ "Luleälven" (in Swedish). Nationalencyklopedin. http://www.ne.se/luleälvenაკითხულია: 14 July 2010.
- ↑ Län och huvudavrinningsområden i Sverige (Swedish). SMHI. წაკითხვის თარიღი: 14 July 2010.