ლუის გუსმანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუის გუსმანი
Luis Guzman 2012.jpg
ლუის გუსმანი 2012 წელს
დაბ. სახელი ლუის გუსმანი
დაბ. ადგილი კაიეი, პუერტო-რიკო
დაბ. თარიღი 28 აგვისტო, 1956
საქმიანობა მსახიობი
წლები 1977–დღემდე
საცხოვრებელი ადგილი სატონი, აშშ

ლუის გუსმანი (ესპ. Luis Guzmán; დ. 28 აგვისტო, 1956) — პუერტორიკოელი მსახიობი. მეტწილად გვევლინება ავაზაკის ან პოლიციელის როლში. შესრულებული აქვს როლები სტივენ სოდერბერგის ფილმებში: „მხედველობის არის მიღმა“ (1998), „ინგლისელი“ (1999), „ტრაფიკი“ (2000); გადაღებულია პოლ ანდერსონის ფილმებში: „ბუგის სტილის ღამეები“ (1997), „მაგნოლია“ (1999), „გამაოგნებელი სიყვარული“ (2002). გაახმოვანა რიკარდო დიასი ვიდეო თამაშებში: Grand Theft Auto: Vice City და Grand Theft Auto: Vice City Stories. მთავარი როლი შეასრულა HBO-ის ტელესერიალში How to Make It in America. ლუის გუსმანი დაიბადა პუერტო-რიკოს ქალაქ კაიეიში, დედამისის — ჰოსპიტალის მუშაკის როზას და მამინაცვალის — ბენჟამინ კარდონას ოჯახში. გაიზარდა ნიუ-იორკში. იყო სოციალური მუშაკი, გარდა ამისა მუშაობდა მსახიობად. საბოლოოდ, გამოდიოდა ქუჩის თეატრებსა და დამოუკიდებელ ფილმებში. ლუის გუსმანი ამჟამად ცხოვრობს ქალაქ სატონში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]