ლოლიტა (რომანი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რომანის პირველი გამოცემის ყდა

ლოლიტა (ინგლ. Lolita) ვლადიმერ ნაბოკოვის რომანი. პირველად დაიწერა ინგლისურად და გამოიცა პარიზში 1955 წელს, შემდეგ კი ავტორმა რუსულად თარგმნა და 1958 წელს ნიუ-იორკში გამოსცა. რომანმა სახელი გაითქვა ინოვაციური წერის სტილითა და სკანდალური თემით: "ლოლიტა"-ში მოთხრობილია საშუალო ასაკის მამაკაცზე — ჰუმბერტ ჰუმბერტზე, რომელსაც თავდავიწყებით შეუყვარდება 12 წლის გოგო, სახელად დოლორეს ჰეიზი, და მასთან ინტიმურ ურთიერთობას იწყებს.

რომანი მყისვე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოები გახდა და ნაბოკოვს უდიდესი წარმატება მოუხვაჭა. მცირე ხანში რომანი კლასიკის ჟანრში მოხვდა და XX საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ყველაზე სკანდალური ნაწარმოები გახდა. სახელი ლოლიტა პოპკულტურაში სექსუალურად გათვითცნობიერებული ახალგაზრდა გოგოს სინონიმი გახდა. რომანის კინოვერსია პირველად 1962 წელს გადაიღეს, მეორედ კი — 1997 წელს.