მიწაყრილების ჰიდრავლიკური კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლიანოს-დე-მოხოსი)

მიწაყრილების ჰიდრავლიკური კულტურა (ესპ. La Cultura de Las Lomas Hidráulica) ან ლიანოს-დე-მოხოსის კულტურა — კოლუმბამდელი კულტურა სამხრეთ ამერიკაში, რომელიც ყვაოდა ძვ.წ. 4000 - 1300 წლებში, თანამედროვე ბოლივიის ბენის დეპარტამენტის ტერიტორიაზე.

ამ კულტურის მთავარი მახასიათბელია სახლები, რომლებსაც ხელოვნურად, ძირითადად კერამიკის ნარჩენებისგან გაკეთებულ გორაკებზე აშენებდნენ. ამის უპირველესი მიზეზი იყო დასახლებების პერიოდული დატბორვებისგან დაცვა. ეს გორაკები ერთმანეთთან დაკავშირებული იყო ხიდებითა და მიწის შემაღლებებით.

დაახლოებით 400.000 ჰა ტერიტორიაზე, 20.000 ასეთი ბორცვი მდებარეობს, რომელთაგან თითოეულს 20 ჰა უჭირავს. ისინი ერთმანეთთან ზოგჯერ 15-20 კმ სიგრძის ხელოვნური, შემაღლებული ტროტუარებით არიან დაკავშირებული. ასევე გაყვანილია არხები, სადაც შესაძლებელი იყო კანოეებით ცურვა.

ერთ-ერთმა პირველმა, ეს გორაკები 1772 წელს მისიონერმა ფრანსისკო ელდერმა აღწერა.

ამ კონსტრუქციების წყალობით, ამ კულტურას შეეძლო ემართა მრავალი მდინარე, უპირველეს ყოვლისა ინტენსიური სოფლის მეურნეობისა და თევზაობის განვითარების მიზნით.

ვიკიციტატა
„თუ ჩვენ 20 ჰექტარს გავამრავლებთ 20.000 ბორცვზე, მივიღებთ 400.000 ჰექტარს და ლოგიკური იქნება ვთქვათ, რომ ბენი იმ დროისათვის ჰიდრავლიკის კულტურის ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრი იყო მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება ეგვიპტეს, იქ საქმე გვქონდა მხოლოდ ერთ მდინარესთან - ნილოსთან და მის ადიდებასთან, ხოლო ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა ერთ, არამედ მრავალ მდინარესთან.“

- ოსვალდო რივერა.[1]

ამ კულტურის ეთნიკური წარმომავლობა უცნობია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]