ლეშიჭამიასებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ლეშიჭამიასებრნი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Silphidae | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
ლეშიჭამიასებრნი (Silphidae), მწერების ოჯახი ხოჭოების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 6-იდან 40 მმ აღწევს. მატლი ბრტყელია, მოძრავი. ოჯახში 500-ზე მეტი სახეობაა, რომელთაგან საქართველოში 50-ზე მეტი გვხვდება. გავრცელებული არიან ყველა მატერიკაზე, ძირითადად ზომიერი ჰავის პირობებში. ლეშიჭამიასებრთა ფორმები იკვებებიან ლეშით, მაგ., შავი ლეშიჭამია (Silpha oscura) და მესაფლავე ხოჭო. უმცირესობა, მაგ., ლეშიჭამია (Dendroxena quadrimaculata [= Xylodrepa quadripunctata]), მტაცებელია, სპობს ბაღისა და ტყის მავნე მატლებს, რითაც სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის. ზოგი ლეშიჭამიასებრნი მცენარიჭამიაა, მაგ., ლეგა ლეშიჭამია (Aclypca opaca) კულტურულ მცენარეებს აზიანებს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 6, გვ. 208, თბ., 1983
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: