ლევ რუხინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლევ რუხინი
დაბ. თარიღი 16 ოქტომბერი 1912
დაბ. ადგილი მოსკოვი, რუსეთი
გარდ. თარიღი 8 სექტემბერი 1959
გარდ. ადგილი ლენინგრადი, რუსეთი
სამეცნიერო სფერო გეოლოგია

ლევ ბორისის ძე რუხინი (რუს. Рухин, Лев Борисович; დ. 16 ოქტომბერი 1912, მოსკოვი — გ. 8 სექტემბერი 1959, ლენინგრადი) — რუსი გეოლოგი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1944), 1945 წლიდან სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი. სკკპ წევრი 1941 წლიდან.

1933 წელს დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტი, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო იქვე. ლევ რუხინის ძირითადი შრომები შეეხება ლითოლოგიასა და პალეოგეოგრაფიას. დანალექი ქანების კვლევების შედეგად ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა სტატისტიკური მეთოდი. უძველესი გენეზისის ქვიშების დასადგენად რუხინმა საფუძველი ჩაუყარა გრანულომეტრიული შედგენილობის შესწავლის საქმეს. შრომაში „ლითოლოგიის საფუძვლები“ რუხინმა განიხილა დანალექი ქანების განვითარების სტადიები და პირობები.

დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენითა და მედლებით.

თხზულებები[რედაქტირება]

  • Гранулометрия и генезис песков, ч. 1—2, Л., 1944;
  • Справочное руководство по петрографии осадочных пород, т. 1, Л., 1958;
  • Основы общей палеогеографии, Л., 1959.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Вассоевич Н. Б., Памяти профессора Л. Б. Рухина, "Уч. записки ЛГУ. Сер. геологических наук", 1962, № 310, в. 12.