ლარჩვალის ელია წინასწარმეტყველის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლარჩვალის ელია წინასწარმეტყველის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლარჩვალში.

სამონასტრო კომპლექსი დარბაზულ ტაძარს, საცხოვრებელ რეზიდენციას, კოშკსა და სამეურნეო დანიშნულების სადგომებს აერთიანებს. კომპლექსიდან ავთენტური სახით მხოლოდ გვიანი შუა საუკუნეების კოშკმა მოაღწია, დანარჩენი შენობა-ნაგებობები ან გადაკეთებულია, ან თავიდანაა აგებული თანამედროვე მასალით. კომპლექსის ცენტრში მდგარი ეკლესია დარბაზული ტიპისაა, გადმოცემით ის შუა საუკუნების ეკლესიის საძირკველზეა აგებული. ეკლესია აგებულია კარგად დამუშვებული ქვით და გადახურვისთვის გამოყენებული თუნუქის საბურავები. ეკლესიის დასავლეთ ფასადზე კარია გაჭრილი, რომლის ზემოთ რელიეფური ტიმპანია ჩასმული. ინტერიერის გასანათლებლად აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე თაღოვანი ფორმის სარკმლებია გაჭრილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38200