ლარიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლარიზაცია არის დე–დოლარიზაცია ქართული ვალუტისათვისლარისათვის. ტერმინი "ლარიზაცია" შესაძლოა გამოიყენებოდეს ორი მნიშვნელობით:

  1. ლარიზაცია – ყველა ვალუტის გამოყენებაში ლარის გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი. მაგ.: სესხების (დეპოზიტების) ლარიზაცია – ბანკების მიერ გაცემული სესხების (მიღებული დეპოზიტების) საერთო რაოდენობაში ლარით სესხების (დეპოზიტების) პროცენტული მაჩვენებელი; ეკონომიკის ლარიზაცია – ეკონომიკაში გამოყენებული ფულის მთლიან მასაში ლარის პროცენტული მაჩვენებელი.
  2. ლარიზაცია - პროცესი, როდესაც ლარიზაციის პროცენტული მაჩვენებელი იზრდება. საზოგადოდ, ამ პროცესს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური აგენტები ტრანზაქციებისათვის უპირატესობას ანიჭებენ ეროვნულ ვალუტას. კერძოდ, საკუთარი ნებით დანაზოგს ინახავენ ეროვნული ვალუტით ნაცვლად უცხოური ვალუტისა და ასევე საკუთარი ნებით სესხებს იღებენ ეროვნული ვალუტით ნაცვლად უცხოური ვალუტისა, ფასებს აფიქსირებენ (მათ შორის გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე: ბინა, მანქანა და სხვ.) ეროვნული ვალუტით ნაცვლად უცხოური ვალუტისა.

ლარიზაციის ზრდა მნიშვნელოვანია ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური გარემოს მისაღწევად. ამ შემთხვევაში ქვეყანას უმცირდება სავალუტო რისკი, შესაბამისად საგარეო შოკს უფრო ნაკლები გავლენა ექნება ეკონომიკაზე. გაზრდილი ლარიზაციის პირობებში ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა გახდება უფრო ეფექტიანი, რაც აუცილებელი წინაპირობაა ეკონომიკური სტაბილურობისათვის. ამდენად ეროვნული ბანკის ერთ–ერთი ძირითადი ამოცანა სწორედ ლარიზაციის ზრდაა. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ლარიზაციის ზრდა მიღწეულ იქნას ბუნებრივად, ყოველგვარი ადმინისტრაციული ზომების შემოღების გარეშე.