ლაიუვერსმერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაიუვერსმერი
ლაიუვერსმერის ტბა
ლაიუვერსმერის ტბა
კოორდინატები: 53°23′ ჩ. გ. 6°11′ ა. გ. / 53.383° ჩ. გ. 6.183° ა. გ. / 53.383; 6.183
მდებარეობა ნიდერლანდის დროშა ნიდერლანდი

ლაიუვერსმერი მდებარეობა ნიდერლანდი

Blue pog.svg

ლაიუვერსმერის ტბა (ნიდერლ. Lauwersmeer) — ტბა ჩრდილოეთ ნიდერლანდში, გრონინგენისა და ფრისლანდიის პროვინციების საზღვარზე. ტბის ქვაბული ჩამოყალიბდა 1280 წელს[1] წყალიდიდობის შედეგად. სახელი ეწოდა მდინარე ლაიუვერსის მიხედვით, რომელიც ტბაზე გაედინება. 1849 წლიდან დაიწყო ლაიუვერსმერის დაშრობის ცდები. 1930-იან წლებში შემუშავებული რამდენიმე გეგმაც ჩაიშალა. 1954-1954 წლებში ტბის რაიონში დაფიქსირდა ძლიერი წყალდიდობა. 1958 წელს მიღებული კანონის შედეგად დაიწყო ჯებირების გამაგრების სამუშაოები ჩრდილოეთ ნიდერლანდებში, რის შედეგადაც ტბის რაიონში გაიყვანეს 13 კმ სიგრძის ჯებირი შლუზებითა და რაბით. ახალ ნავსადგურს ლაიუვერსოგი ეწოდა. ლაიუვერსმერი საბოლოოდ ვადენზეეს 1969 წლის 25 მაისს გამოეყო და მიიღო დამოუკიდებელი ტბის სტატუსი.[2][3] 2003 წლის 12 ნოემბერს ტბა გამოცხადდა ეროვნულ პარკად.[4]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  1. Buisman, Jan, Duizend jaar weer, wind en water in de Lage Landen (Deel 1: tot 1300), ISBN 978-90-5194-075-6
  2. De kleppen zijn dicht, de Lauwerszee is gesloten. Leeuwarder Courant (27 May 1969). წაკითხვის თარიღი: 28 September 2009.
  3. Lauwerszee R.I.P.. Leeuwarder Courant (27 May 1969). წაკითხვის თარიღი: 28 September 2009.
  4. Valk Helpt Minister Veerman in Lauwersmeer. Leeuwarder Courant (13 November 2003). წაკითხვის თარიღი: 28 September 2009.