ლავრის პირველი ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლავრის პირველი ხიდი
რუს. 1-й Лаврский мост
კოორდინატები: 59°55′21″ ჩ. გ. 30°23′14″ ა. გ. / 59.92250° ჩ. გ. 30.38722° ა. გ. / 59.92250; 30.38722
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია მონასტირკა
სიგრძე 18 
სიგანე 9,5 
გახსნის თარიღი 1712 წ.
რეკონსტრუქცია 1718, 1830, 1924, 1949, 1970-1972 წწ.
ლავრის პირველი ხიდი — რუსეთი
ლავრის პირველი ხიდი
ლავრის პირველი ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
ლავრის პირველი ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

ლავრის პირველი ხიდი (რუს. 1-й Лаврский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგის ცენტრალურ რაიონში, მდინარე მონასტირკაზე. ერთმანეთთან აკავშირებს უსახელო და მონასტირკის კუნძულებს. ხიდის საერთო სიგრძეა 18 მეტრი, ხოლო სიგანე — 9,5 მეტრი.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს ალექსანდრე ნეველის ლავრასა და ქალაქის ქანდაკებების სახელმწიფო მუზეუმის ნეკროპოლთან.

დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს მონასტირკის ხიდი, ქვემო მიმართულებით კი — ლავრის მეორე ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურებია „ალექსანდრე ნეველის მოედანი-1“ და „ალექსანდრე ნეველის მოედანი-2“.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი ცნობილია XIX საუკუნის დასასრულიდან და მიიღო ახლოს მდებარე ალექსანდრე ნეველის ლავრის მიხედვით. მანამდე ხიდს ერქვა ალექსანდრეს პირველი ხიდი (1829-1830-იანი წლები), მონასტირკის ხიდი (1836-1862 წწ.).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ხიდი ააგეს 1712 წელს. ისტორიკოსების აზრით, ეს იყო პირველი გადასასვლელი ქალაქის მატერიკულ ნაწილზე. ხიდი იყო ხის, ძელური კონსტრუქციის და არაერთხელ გაურემონტებიათ ხის მასალით. XIX საუკუნის დასწყისში ხიდი გადააკეთეს და გახადეს ერთმალიანი, ხის, თაღოვანი სისტემის. ხიდის ბურჯები იყო ქვიასა და აგურისაგან აგებული. ხიდი არაერთხელ გაარემონტეს კვლავ ხის მასალით. 1924 წელს მნიშვნელოვნად გადააკეთეს და შმოინახეს აგურის ბურჯები. მალების კონსტრუქცია შედგებოდა ხის ზეწრებისაგან. 1949 წლის მორიგი რეკონსტრუქციის დროს ხის ზეწრები შეცვალეს მეტალის ძელებით. ხიდი კვლავ გადააკეთეს, მაგრამ შეუნარჩუნეს ქვის ბურჯები. ხიდის სიგრძე ამ პერიოდისათვის იყო 27,3 მეტრი, ხოლო სიგანე — 8 მეტრი.

1970-1972 წლებში ინჟინრების ა. ი. რუბაშევისა და ა. დ. გუტცაიტის და არქიტექტორ ლ. ა. ნოსკოვის პროექტის მიხედვით ხიდი გადააკეთეს და გახადეს ერთმალიანი, ააგეს რკინა-ბეტონით. მალების ძელური ნაგებობების ფასადი მოპირკეთებულია გრანიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 437. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 301. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]