ვიკიპედიიდან
ლავანდი (Lavandula), მცენარეთა გვარი ტუჩოსანტა ოჯახისა. ბალახები, ბუჩქბალახები და ბუჩქებია. 25-ზე მეტი სახეობა, ძირითადად გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში. ლავანდის ბევრი სახეობიდან (Lavandula latifolia, Lavandula vera და სხვა) ძველთაგანვე ხდიდნენ ძვირფას ეთეროვან ზეთებს. ლავანდის ზეთს უმთავრესად Lavandula spica-საგან იღებენ და პარფიუმერიაში იყენებენ. ლავანდი კულტივირებულია ბევრ ქვეყანაში. ლავანდის გამხმარი ყვავილები და ფოთლები დიდხანს ინარჩუნებს სურნელებას და ჩრჩილის წინააღმდეგ იყენებენ. მისი ზოგი სახეობა დეკორატიულია და თაფლოვანია.
- ქსე, ტ. 6, გვ. 101, თბ., 1983