ლადო არველაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლადო არველაძე (გ. 17 ოქტომბერი, 1975) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავის მოგონებათა წიგნში ლადო არველაძე „მშობლიურ მიწასა და უცხო მიწათა შორის“ საკმაოდ დაწვრილებით მოგვითხრობს საკუთარი ცხოვრების ამბავს. მაგრამ რადგანაც ამ წიგნების პირველი და მეორე ნაწილი ხელმიუწვდომელია, მწერლის ბიოგრაფიის ადრეული პერიოდის შესხაებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. იგი დაბადებული უნდა იყოს 1910-1920-იანი წლების მიჯნაზე იმერეთის ერთ-ერთ სოფელში სიმონ და ქრისტინე არველაძეების ოჯახში. დედა ორი წლის ასაკში გარდაეცვალა. უმცროსი და-ძმის მოვლა მამასთან ერთად უფროსმა დამ – მაგდანამ იკისრა, რომელიც იმხნად თვითონაც თერთმეტი წლისა ყოფილა. თექვსმეტი წლის ასაკში მაგდანა ცოლად გაჰყვა ჩრდილოეთ ჩინეთში მდებარე ქალაქ ხარბინში სამხედრო სამსახურში მყოფ ქართველს და იქ გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა ნაადრევად გარდაიცვალა და იქვე დაასაფლავეს.

სამამულო ომის დაწყებისთანავე ლადო არველაძე ფრონტზე გაუწვევიათ. ძირითადად ქერჩსა და სევასტოპოლში მიმდინარე საომარ ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას. 1942 წლის 6 ივლისს სევასტოპოლთან მომხდარი საბრძოლო შეტაკების დროს ალყაში მოქცეული ლადო არველაძე, სხვა თანამებრძოლებთან ერთად, გერმანელებს ტყვედ ჩაბარდა. ტყვეობის დროს უკრაინის, პოლონეთის და გერმანიის ტყვეთა ბანაკებში მოუხდა ყოფნა. შემდეგ ორწელიწადნახევარი იტალიაში იმყოფებოდა, სადაც 1943 წლის ზაფხულში მოხვდა ქართველ ტყვეთა ბატალიონის წევრებთან ერთად. იტალიაში ცხოვრების პერიოდში ლადო არველაძე იქაურ მანდილოსანზე დაქორწინებულა. 40-იანი წლების ბოლოს არველაძეების ოჯახში ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. ამერიკაში ლადო არველაძის მეუღლეს იმდენად საქმიანი და გულთბილი ურთიერთობა დაუმყარებია იქაურ ქართულ დიასპორასთან, რომ 1954 წლის აგვისტოში იგი „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭოს“ წვერადაც კი აურჩევიათ.

ლადო არველაძე აქტიურად იყო ჩართული ამერიკის ქართული სათვისტომოს საქმიანობაში. 1952 წლის 5 ოქტომბერს ნიუ-იორკში დაარსეს უპარტიო ნებაყოფლობითი ორგანიზაცია „ქართველთა დემოკრატიული კავშირი“, რომელსაც იმავე წლის 2 ნოემბერს შეუცვალეს სახელი და უწოდეს „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭო“. ამერიკაში ცხოვრების პერიოდში ლადო არველაძე აქტიურად საქმიანობდა დასახელებული ორგანიზაციის და მისი პერიოდული ორგანიზაციების — ჟურნალ „ჩვენი გზისა“ და საინფორმაციო ბიულეტენ „ცნობის ფურცლის“ საქმიანობაში ზუსტად ცნობილი არ არის, რომელ წლამდე ცხოვრობდა ლადო არველაძე ამერიკაში. ცნობილია მხოლოდ ის რომ ბოლო წიგნი, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრების პერიოდში გამოსცა 1966 წლით თარიღდება. სიცოცხლის ბოლო წლები მწერალმა რომში გაატარა, სადაც 1975 წლის 17 ოქტომბერს გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნიკოლეიშვილი, ავთანდილ. ლადო არველაძე – ევროპასა და ამერიკაში მოღვაწე უცნობი ქართველი მწერალი // ქართველოლოგიური ეტიუდები II / ავთანდილ ნიკოლეიშვილი. ქთ, 2015 გვ. 325-372.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]