ლაბირინთოდონტები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაბირინთოდონტები
Proterogyrinus NT.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
ქვეტიპი: ხერხემლიანები
კლასი: ამფიბიები
ზერიგი: ლაბირინთოდონტები
ლათინური სახელი
Labyrinthodontia
დაცვის სტატუსი

ლაბირინთოდონტები (Labyrinthodontia) — დიდი ზომის (5 მ სიგრძის) ნამარხი ამფიბიების ზერიგი. კბილის ჰორიზონტალურ კვეთში დენტინის შრე ლაბირინთის მსგავსად იყო დანაოჭებული. ცხოვრობდნენ დაჭაობებულ ტყეებში, ტბებსა და მდინარეებში, ზოგიერთი — ნაპირებზე. გავრცელებული იყვნენ გვიანდელი დევონურიდან ადრინდელი იურულ ეპოქამდე. ცნობილია ევროპიდან, აზიიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან. ყველაზე პრიმიტიული წარმომადგენლები აგებულებით ახლოს დგანან ქვეწარმავლების წინაპარ ფორმებთან.

ლიტერატურა [რედაქტირება]