კუზმინის სასაფლაოს ხარების სამლოცველო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუზმინის სასაფლაოს ხარების სამლოცველო
კუზმინის სასაფლაოს ხარების სამლოცველო — რუსეთი
კუზმინის სასაფლაოს ხარების სამლოცველო
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°44′50″ ჩ. გ. 30°23′43″ ა. გ. / 59.74722° ჩ. გ. 30.39528° ა. გ. / 59.74722; 30.39528
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა პუშკინი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7831602000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ეკლექტიკა
თარიღდება 2005-2007

კუზმინის სასაფლაოს ხარების სამლოცველო (რუს. Благовещенская часовня на Кузьминском кладбище) — მართლმადიდებლური ტაძარი ქალაქ პუშკინში, მდებარეობს კუზმინის სასაფლაოს ტერიტორიაზე. აგებულია 2005-2007 წლებში.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ტაძარი სლობოდა ბოლოშოე-კუზმინოში ააგეს 1749 წელს, როცა აქ გადაიტანეს მიძინების ეკლესია სასაფლაოსთან ერთად. გადატანის შემდეგ იგი აკურთხეს ღვთისმშობლის ხარების სახელზე.

1783 წლის 8 აპრილს მღვდელმა სტეფანე ივანოვმა შეასრულა ახალი ქვის ტაძრის საფუძვლის ჩაყრის ცერემონია. ტაძარი ააგეს ჯაკომო კვარნეგის პროექტის მიხედვით. ტაძრის კურთხევა შედგა 1785 წელს. ძველი ტაძარი დაშალეს 1787 წელს.

1923 წლის 17 მარტს დიმიტრი თესალონიკელისა და მარიამ მეგვიპტელის ეკლესიების დახურვის შემდეგ მათი საკურთხეველი გადაიტანეს ხარების ეკლესიაში.

31 მაისის ღამეს ტაძარი გაძარცვეს: დაიკარგა ბევრი ძველი ჭურჭელი და ხატები. ტაძარი იმყოფებოდა სახელმწიფო დაცვის ქვეშ, როგორც არქიტექტურის ძეგლი.

1939 წელს ლენინგრადის საოლქო აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით ღვთისმშობლის ხარების ეკლესია დახურეს და 1943-1944 წლებში დაანგრიეს.

1996 წელს დანგრეული ტაძრის ადგილზე აკურთხეს ხის ჯვარი. სამლოცველოს საფუძველი ჩაუყარეს 2005 წელს ტაძრის სარძიკველზე. სამლოცველოს მშენებლობა დასრულდა 2007 წელს.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი იყო ქვისგან აგებული ნახევარწრიული პორტიკით, რომელიც ეკავა ოთხ სვეტს. ტაძარში იყო სამი შესასვლელი. ტაძრის სიგრძე იყო 30 მეტრი, ხოლო სიგანე — 17 მეტრი. ხის კანკელი იყო მაღალი, ოთხიარუსიანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Мещанинов М. Ю. Храмы Царского Села, Павловска и их ближайших окрестностей: Краткий исторический справочник. — 2-е изд., испр. и доп.. — СПб.: Genio Loci, 2007. — С. 369—376. — ISBN 5-9900655-3-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]