კრონშნეპი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კრონშნეპი
Curlew06.jpg
დიდი კრონშნეპი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Numenius
დაცვის სტატუსი

კრონშნეპი (Numenius), ფრინველების გვარი მეჭვავიასნაირთა რიგისა. ტანად საშუალო და დიდი ფრინველებია. აქვთ ქვემოთკენ მოხრილი გრძელი ნისკარტი და მაღალი ფეხები. ბინადრობენ ჭაობებში. ბუდეს იკეთებენ მიწაზე. დებენ 4 კვერცხს. იკვებებიან ჭიებით, ნაირგვარი მწერებითა და მათი მატლებით, რბილტანიანებით და სხვა უხერხემლოებით, ზოგჯერ თავკომბალებითაც. გვარში 7 სახეობაა, ამათგან საქართველოს ფარგლებში გვხვდება 3 სახეობა მხოლოდ მიმოფრენისას: დიდი კრონშნეპი (Numenius arquata), საშუალო კრონშნეპი (Numenius phaeopus) და მცირე კრონშნეპი (Numenius tenuirostris). კრონშნეპი სპორტული ნადირობის ობიექტია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • კუტუბიძე მ., ქსე, ტ. 6, გვ. 41, თბ., 1983