კრისტიანე ლიხტენფელდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კრისტიანე ლიხტენფელდი (დ. 1944, ნოიშტეტენი, გერმანია) — გერმანელი სლავისტი და მთარგმნელი.

დაამთავრა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის სლავისტიკის ფაკულტეტი. თარგმნის რუსული, პოლონური, ქართული ენებიდან. გერმანულ ენაზე ნათარგმნი აქვს: მ. ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“ (1986, 1991), ო. ჭილაძის „რკინის თეატრი“ (1988), „აველუმი“ (1998), ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“ (1996), თ. ჭილაძის „სამოთხის კვარტეტი“ (რადიოპიესა, 1996, 2000).

ლიხტენფელდმა ნომინაციაში – ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი – 2015 წელს წელს მიიღო ლიტერატურული პრემია „საბა“ ო. ჭილაძის რომანის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ გერმანული თარგმანისათვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]