კრეტინგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრეტინგას გერბი

კრეტინგა (ლიეტუვ Kretinga, გერმ. Crottingen, ასევე Krettingen) 1915 წლამდე ოფიციალურად კრეტინგენი) — ქალაქი ლიეტუვის ჩრდილო-დასავლეთში, კლაიპედის მაზრაში კრეტინგის რაიონის თვითმმართველობის ცენტრში.

მდებარეობა და აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟემაიტიის რიგით მეექვსე ქალაქი. განლაგებულია მდინარე აკმიანეზე (ლიეტუვ Akmena) ბალტიისპირა კურორტ პალანგიდან 13 კიმლომეტრში, საპორტო ქალაქ კლაიპედადან 35 კილომეტრში. ქალაქში განთავსებულია შალეულის ფაბრიკა, კარაქმრეწვი, სატყეო, ცხოველთა ფერმა (ეწევიან მოშავო-მოვერცხლისფრო მელიების და წაულების მოშენებას.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის დამლევს დაახლოებით 1600 მოსახლე იყო, 1959 — 9 690 მცხოვრები, 1970 — 13 ათასი, 1989 — 19 200 ადამიანი; დღეისათვის 21, 4 ათასი (2005).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განვითარება

ჰოდკევიჩების სასახლე და მუზეუმი

პირველად კურლანდიის ეპისკოპოს ჰენრიხის სიგელში იხსენიება 1253 წელს. 1534 წლიდან სოფელიცა და მამულიც ლიტვის დიდი მთავრების საკუთრება გახდა. 1572-დან მამულს გრაფები - ჰოკდევიჩები ფლობდნენ. ლიტვის დიდი სამთავროს ჰეტმანმა იან მეფე ჰოდკევიჩმა აქ 1603 წელს ბერნარდის ტაძარი დააარსა, 1610-1617 წწ საყდარი ააგო. 1621 წლიდან მამულის მფლობელები საპეგები გახდნენ. 1652 წელს კრეტინგენში ხის აკლესია აიგო. დასახლების მესაკუთრეები რამდენიმეჯერ შეიცვალნენ, სანამ მისმა მფლობელმა გრაფმა ზუბოვმა 1875 წელს გრაფ ტიშკევიჩს არ მიჰყიდა.

XIX საუკუნეში პრუსიის საზღვართან საბაჟოს ფუნქციასაც ასრულებდა.

1924 წელს კრეტინგამ ქალაქის უფლება მოიპოვა; გახდა მაზრისა და თემის ცენტრი. 1950 წლიდან რაიონული ცენტრია.