კრაშის ნაგაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრაშის ნაგაზი
წარმოშობის ქვეყანა ბალკანეთი/სლოვენია
თვისებები
წონა 26-40 კგ.
სიმაღლე 51-61 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
11-12 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

კრაშის ნაგაზი (სლოვენ. kraševec) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია სლოვენიაში შუა საუკუნეებში.

კრაშის ნაგაზი, რომელთა რაოდენობა სლოვენიაში დღესდღეობით იზრდება, სხვაგანაც იშვიათია, თუმცა მას შეიძლება შეხვდეთ ევროპის კინოლოგიურ გამოფენებზე. ბალკანების პოლიტიკური სტრუქტურის შეცვლამ მნიშვნელოვნად აისახა ყოფილი იუგოსლავიის ყველა ასპექტზე, მათ შორის ძაღლების სელექციური მუშაობის კონცეფციაზეც. სლოვენიის ფიზიკურმა და ფინანსურმა უსაფრთხოებამ, მზარდ ნაციონალურ ამბიციებთან ერთად გამოიწვია ადგილობრივი ძაღლის ჯიშებისმაღალი შეფასება. ამის ერთ-ერთი შედეგი აღმოჩნდა კრაშის ნაგაზის აღორძინება.

ეს არის მშვიდი, თავის თავში დარწმუნებული ძაღლი, ავს სქელი, ხშირი ბალანი, რომელიც იცავს უამინდობისგან. აქვს ბალნით დაფარული კუდი, ფართო თავი, რომელიც ცხვირისკენ ვიწროვდება, ძალიან ძლიერი ყბები. ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას და ბავშვებს. ძნელად იწვრთნება. კარგი მოდარაჯეა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: