კრასნოდარის ყოველთა მწუხარეთა ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრასნოდარის ყოველთა მწუხარეთა ეკლესია
კრასნოდარის ყოველთა მწუხარეთა ეკლესია — რუსეთი
კრასნოდარის ყოველთა მწუხარეთა ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 45°02′07″ ჩ. გ. 38°58′22″ ა. გ. / 45.03528° ჩ. გ. 38.97278° ა. გ. / 45.03528; 38.97278
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა კრასნოდარი, კრასნოდარის მხარე
სასულიერო სტატუსი დამაკმაყოფილებელი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 2305309001
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ამპირი
თარიღდება XIX საუკუნე

კრასნოდარის ყოველთა მწუხარეთა ეკლესია (რუს. Скорбященская церковь) — მართლმადიდებლური ეკლესია კრასნოდარის მხარეში, ქალაქ კრასნოდარში. ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა 1842-1844 წლებში.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ეკატერინოდარის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ეკლესია, ან უბრალოდ ყოველთა მწუხარეთა ეკლესია ააშენეს 1844 წელს ქალაქ ეკატერინოდარის ჩრდილოეთ გარეუბანში მდებარე სასაფლაოზე. ამ ადგილზე ადრე, 1816 წელს, აუგიათ ხის ეკლესია წმინდა მოციქულ თომას სახელზე.

ეკლესიის მახლობლად ააგეს თავშესაფარი დაჭრილი შავი ზღვის კაზაკებისათვის. ეკლესიის შენობა და თავშესაფარი დროთა განმავლობაში მოძველდა, მაგრამ შავი ზღვის კაზაკთა ატამანის გენერალ-მაიორ ზავოდოვსკის ინიციატივით აეშენებინათ ახალი, უფრო მოხერხებული ტაძრისა და თავშესაფრის შენობა.

ახალი ეკლესიის, თავშესაფრისა და საავადმყოფოს პროექტი 1833 წელს შეასრულა სამხედრო ინჟინერმა კაპიტანმა პეტროვმა. მისი პროექტით ააგეს ქვის ერთგუმბათიანი ეკლესია ამპირის სტილში. ეს იყო ქალაქში პირველი ქვის ეკლესია. 1843 წლის მარტში შესრულდა ტაძრის კურთხევის მცირე ცერემონია, 1844 წლის მაისში კი - კურთხევის დიდი ცერემონია.

ტაძრისათვის და თავშესაფრისთვის ბევრი სიკეთის გამკეთებელი შავი ზღვის კაზაკების ატამანი ზავოდოვსკი ტაძართან ახლოს დაკრძალეს 1853 წელს. აქვე დაასაფლავეს მისი მეუღლეც. მათ საფლავზე ააგეს ქვის სამლოცველო, მოოქროვილი ჯვრით. ამჟამად სამლოცველოს ადგილზე სალოცავი ჯვარი დგას. აქვე დაასაფლავეს 1833 წელს გარდაცვლილი შავი ზღვის კაზაკთა ატამანი გენერალ-მაიორი ალექსი ბეზკროვნი. გარდაცვალებამდე მან სერიოზული წვლილი შეიტანა ეკატერინოდარის თავშესაფრის მშენებლობის საქმეში.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტაძრისა და თავშესაფრის გარშემო ააშენეს საავადმყოფო. 1914 წლის 24 ნოემბერს ტაძარში ილოცა იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ. იგი ეწვია თავშესაფარს, ისადილა დაჭრილ ჯარისკაცებთან, დააჯილდოვა გამორჩეული ჯარისკაცები, ოფიცრები და მოწყალების დები.

1922 წელს „მოშიმშილე ვოლგისპირეთის გადასარჩენად“ ეკლესიიდან გაიტაცეს ვერცხლის საეკლესიო ჭურჭელი. ამის შემდეგ ძალიან მალევე საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა. მის შენობას გამოიყენებდნენ საწყობად, საავადმყოფოს სამეურნეო საჭიროებისათვის, ადგილობრივი სამედიცინო ინსტიტუტის სალექციო დარბაზად.

1999 წელს ეკლესია დაუბრუნდა მორწმუნეებს. პირველი ლოცვა აღევლინა 1994 წლის 17 ივლისს. 1999 წლის 5 დეკემბერს ეკატერინოდარისა და ყუბანის მიტროპოლიტმა ისიდორმა შეასრულა ტაძრის კურთხევის ცერემონია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]