კოტინგისებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კოტინგისებრნი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Cotingidae | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
კოტინგისებრნი (Cotingidae), ფრინველების ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. ოჯახი შეიცავს 30 გვაროს 90-მდე სახეობას. მათი სხეულის სიგრძე 10-50 სმ აღწევს. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში. უმრავლესობას თავზე აქვს ნაირგვარი ფორმის ქოჩორი. თავზე ან ნისკარტის ძირში - ხორცოვანი კორძები და განსაკუთრებული ბუმბულის მოკაზმულობა. კოტინგისებრნის ქვედა ხორხს განსაკუთრებული აგებულება აქვს - ზოგი კოტინგისებრნი ფრინველებისათვის უჩვეულო ხმას გამოსცემს, რომელიც ზარის რეკვას, ღრიალს ან ზმუილს მოგვაგონებს. ბუდობენ ხის ფუღუროში, ზოგიერთი კლდეზე ამაგრებს ბუდეს, იკვებებიან მცენარეულობით, ხილით, კენკრით, ნაყოფით, მწერებით.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- კუტუბიძე მ., ქსე, ტ. 5, გვ. 700, თბ., 1980
სტატიის