კორდილერა-დარვინი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
კორდილერა-დარვინი — მყინვარით დაფარული მასიური ქედი.[1] მდებარეობს კ. ცეცხლოვანი მიწის უკიდურეს სამხრეთში. მთლიანად მოქცეულია ჩილეს ტერიტორიაში. იგი ანდების ნაწილია და შეიცავს ცეცხლოვანი მიწის უმაღლეს მწვერვალს, რომლის სიმაღლეც 2000 მეტრს აღმატება. კორდილერა-დარვინის მთების ყინულოვანი საფარი 2300 კმ²-ზე მეტა.[2] ქედი გადაჭიმულია დასავლეთიდან სარმიენტოს მთიდან, აღმოსავლეთით მდინარე იენდეგიამდე. შემოსაზღვრულია ალმირანტასგოს ყურით ჩრდილოეთიდან და ბიგლის არხით სამხრეთიდან. ქედს სახელი ჩარლზ დარვინის პატივსაცემად ჰქვია და ალბერტო-დე-აგოსტინის ეროვნული პარკის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. ქედი შეიცავს რამდენიმე ცნობილ მყინვარს, მათ შორის მარინელის მყინვარს, რომელიც ამ ეტაპზე უკანდახევას განიცდის.[3]