კონსტანტინე გვარამაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გვარამაძე.

კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძე (დ. 20 სექტემბერი, 1867, ახალციხე — გ. 13 სექტემბერი, 1943) — ქართველი ეთნოლოგი, ფოლკლორისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაწყებითი განათლება მიიღო ახალციხის სასულიერო სკოლაში მიიღო. შემდეგ დაასრულა ორწლიანი პედაგოგიური კურსები. 21 წლის ასაკში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. სწავლობდა ეთნოგრაფიულ–არქეოლოგიურ და ფოლკლორულ მასალებს. კონსტანტინე გვარამაძის კორესპონდენციები და მის მიერ შეგროვებული ფოლკლორული მასალები ხშირად იბეჭდებოდა საყმაწვილო ჟურნალებში „ჯეჯილსა“ და „ნაკადულში“, აგრეთვე თანამშრომლობდა ჟურნალ „კვალში“. სხვადასხვა დროს პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ართვინში, მაკვანეთში, ხიზაბავრაში. მის სახელს უკავშირდება ახალციხეში თეატრალური დასის ჩამოყალიბება, უფასო საავადმყოფოს, ქართული წიგნების მაღაზიისა და არქივის დაარსება. მისი ინიციატივით ბიბლითეკები გაიხსნა მაკვანეთსა და ხიზაბავრაში.

1909 წელს კონსტანტინე გვარამაძე იყო ახალციხის მაზრაში „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ განყოფილების შექმნის ინიციატორი და ყოველწლიურად იხდიდა სამ–სამ მანეთს. 1914 წლიდან აქტიურად იყო ჩაბმული „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების„ ახალციხის განყოფილების მუშაობაში. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ახალციხეში მუზეუმის დაარსებაში. მუზეუმის დაარსებას საფუძვლად დაედო კონსტანტინესა და მისი მამის, ივანე გვარამაძის მიერ შეკრებილი მასალები.

გარდაიცვალა 1943 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. დაკრძალულია რაბათის ციხეში თავისი მამის გვერდით.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყოვლად სამღვდელო რომის კათოლიკეთა, ტირასპოლის ეპარხიის ეპისკოპოსი ედუარდ ბარონ-დე როპპი და მისი მოგზაურობა საქართველოში - თბილისი, ქართველთა წიგნის გამავრცელებელი ამხ. სტ., 1903.
  • მგზავრი ამხანაგი - ქუთაისი, ნ. ი. გამრეკელოვის სტ., 1902.
  • სარკე გურულთა ცხოვრებისა ანუ გურულთა დახასიათება-ჩვეულებანი მოკლე ნაწყვეტებით - თბილისი, ე.ი. ხელაძის სტ., 1902
  • გამიჯნურებული ქალ-ვაჟიანის ლექსი - ახალ-სენაკი, კ. თავართქილაძის სტამბა, 1893

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 604.
  • იმედაშვილი ი. ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I გვ.577 — თბილისი, 2018

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]