კონრად მალტ-ბრუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიშელიეს პორტრეტი

კონრად მალტ-ბრუნი (დ. 1775 — გ. 1826) — დანიელი პუბლიცისტი და გეოგრაფი. საფრანგეთის რევოლუციის იდეებისადმი თანაგრძნობის გამო იძულებული გახდა შვედეთში გადასულიყო, შემდეგში დამკვიდრდა საფრანგეთში, სადაც ეწეოდა პუბლიცისტურ მოღვაწეობას. 1821 წელს დააარსა პარიზის გეოგრაფიული საზოგადოება. ავტორია რამდენიმე გეოგრაფიული ხასიათის ნაშრომისა, მათ შორისაა „მსოფლიოს ყველა ქვეყნის პოლიტიკური, ფიზიკური და მათემატიკური გეოგრაფია“, რომელიც გამოვიდა 1803-07 წწ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]