კოლხეთის აჯანყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოლხეთის აჯანყება — კოლხ დიდებულთა აჯანყება, რომელიც მიმდინარეობდა ძვ. წ. 88-85 წწ-ში. დიდებულთა ნაწილი აუჯანყდა პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორს. მათ მოითხოვეს უფლებების გაზრდა, ხოლო საკუთარ მმართველად მითრიდატეს შვილი მითრიდატე. კოლხეთიდან პონტოს საკმაოდ დიდი რესურსები მიდიოდა გემთმშენებლობისთვის და სელი აფრებისთვის. ასევე მეზღვაურები და ცოცხალი სამხედრო ძალა. რომთან ომის პირობებში ეს რეგიონი მითრიდატე ევპატორისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენი ძალა იყო, ამიტომაც რომის კამპანიიდან დაბრუნებულმა კოლხი დიდებულების მოთხოვნები დააკმაყოფილა. გაუზარდა მათ უფლებები საშინაო საქმეებში და მათ ქვეყანაში დაბალი რანგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაგივრდად, რომელიც აქამდე დიოსკურიიდან განაგებდა პონტოს ადმინისტრაციის ქვეშ მყოფ კოლხურ პროვინციებს. გაგზავნა საკუთარი ძე მითრიდატე, რომელიც ქვეყნის სიღრმეში ქალაქ სურიუმში (ვანი) მიიღეს კოლხმა დიდებულებმა და სწორედ იქედან მართავდა კოლხურ პროვინციებს.

შესაძლოა აჯანყებამდე და მის პერიოდში მითრიდატესა და კოლხ დიდებულებს შორის რაღაც კავშირი არსებობდა. უფრო ადრე, მითრიდატე უმცროსი ერთი პერიოდი კოლხეთის სატრაპიც იყო თუმცა მცირე ხნით, რადგან მითრიდატე ევპატორი საკუთარი გარემოცვიდან სხვადასხვა ადამიანს აგზავნიდა კოლხეთის მმართველად, მათი რიცხვი მოკლე ხანში საკმაოდ დიდი იყო როგორც სტრაბონი აღნიშნავს. ევპატორმა შეიტყო ამ კავშირის შესახებ და ძვ.წ. 83 წელს ხუთი ათასი საუკეთესო მეომრისაგან შემდგარი მხედრობა გაგზავნა მითრიდატე უმცროსის წინააღმდეგ. კოლხეთში პონტოს მეფეს სამხედრო ექსპედიცია საკმაოდ ფართომასშტაბიანი გამოდგა. ეშერა და ვანი პონტოელებს ბრძოლით აუღიათ — ამაზე მეტყველებს არქეოლოგიური მასალა. აპიანე ალექსანდრიელი გვაუწყებს :

ვიკიციტატა
„მამამ იეჭვა, რომ ყველაფერი ეს მოაწყო მისმა შვილმა, რომელსაც მეფობა სურდა, მოაყვანინა იგი თავისთან, ოქროს ბორკილები დაადო მას და ცოტა ხანში სიცოცხლეს გამოასალმა“

საბოლოოდ აჯანყების შედეგებმა მცირე ხანს გასტანა და მითრიდატეს სიკვდილის შემდეგ კოლხეთი ისევ სატრაპია გახდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მარიამ ლორთქიფანიძე, ოთარ ჯაფარიძე, დავით მუსხელიშვილი, როინ მეტრეველი „საქართველოს ისტორია“ ოთხ ტომად. თბილისი. 2012 წ. ტომი I. გამომცემლობა პალიტრა L. უძველესი დროიდან ახ. წ. IV საუკუნემდე
  • ივანე ჯავახიშვილი. „ქართველი ერის ისტორია“. ტომი I. რედაქტირი: გ. ჩხიკვიშვილი. გამომცემლობა პალიტრა L. თბილისი. 2012 წ.