კოლინ ფარელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოლინ ფარელი
Colin Farrell
ColinFarrell07TIFF.jpg
დაბ. სახელი კოლინ ჯეიმზ ფარელი
დაბ. ადგილი ირლანდიის დროშა ირლანდია, დუბლინი
დაბ. თარიღი 1976 წლის 31 მაისი
საქმიანობა მსახიობი
წლები 1996 — დღემდე
ვებ-გვერდი www.colinfarrell.org

კოლინ ჯეიმზ ფარელი (ინგლ. Colin James Farrell, დ. 31 მაისი, 1976) — ირლანდიელი კინომსახიობი. ცნობილი გახდა შემდეგ ფილმებში მონაწილეობით: ალექსანდრე, ტელეფონის ჯიხური, განსაკუთრებული აზრი, ახალბედა, მაიამის პოლიცია და მრავალი სხვა. ჟურნალმა People 2003 წელს კოლინი დაასახელა მსოფლიოს ორმოცდაათიდან ერთ-ერთ ულამაზეს ადამიანად[1]; ჟურნალ Company-ს რეიტინგის მიხედვით ის ამავე წლის მეექვსე სექსუალური მამაკაცია[2].

ბიოგრაფია[რედაქტირება]

სიყმაწვილე[რედაქტირება]

კოლინ ფარელი დაიბადა 1976 წლის 31 მაისს დუბლინში (ირლანდია). ის იყო მეოთხე ბავშვი პროფესიონალი ფეხბურთელის, იმონ ფარელის[3][4], ოჯახში. კოლინს ჰყავდა ორი და, კლოდინი (მისი პერსონალური ასისტენტი)[5] და კეტრინი, და ძმა — იმონ-უმცროსი. იზრდებოდა, როგორც კათოლიკე[6].

როდესაც კოლინი 10 წლის იყო, ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა დუბლინის გარეუბან კასლნოკში[7]. კოლინი დადიოდა „St. Brigid’s National School Castleknock“-ში, „Castleknock College“-სა და „Gormanston College“-ის შემდეგ. გადიოდა მოსმენებს ჯგუფ Boyzone-ში, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, მაგრამ უშედეგოდ [8].

სიყმაწვილეში ფარელი გამოირჩეოდა საკმაოდ სპორტული ხასიათით — სკოლის ნაცვლად ის ამჯობინებდა მეგობრებთან ხეტიალს ადგილობრივ ბარებში, ეწეოდა მარიჰუანას და ქურდობდა მაღაზიებში. 17 წლის ასაკში ის სკოლიდან გააგდეს მასწავლებელთან ჩხუბის გამო, რომელმაც გაკვეთილზე მძინარე კოლინი შენიშნა და მობოდიშების ნაცვლად ნაცემი აღმოჩნდა. ამ ინციდენტის შემდეგ კოლინი ერთი წლით მეგობრებთან ერთად გაემგზავრა ავსტრალიაში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

წელი ქართულად ორიგინალური სახელწოდება როლი
2004 ალექსანდრე Alexander ალექსანდრე მაკედონელი
2006 შეეკითხეთ მტვერს Ask the Dust არტურო ბანდინი
2009 დოქტორ პარნასის წარმოსახვა The Imaginarium of Doctor Parnassus ტონის ტრანსფორმაცია
2009 შეშლილი გული Crazy Heart ტომ სვიტი
2011 აუტანელი ბოსები Horrible Bosses ბობი პელიტი
2013 მისტერ ბენქსის გადასარჩენად Saving Mr. Banks რობერტ გოფი
2014 ზამთრის ზღაპარი Winter's Tale პიტერ ლეიკი

ჯილდოები და ნომინაციები[რედაქტირება]

ჩამოთვლილია ძირითადი ჯილდოები და ნომინაციები. სრულია სია იხილეთ IMDb.com-ზე

ჯილდოები[რედაქტირება]

ნომინაციები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. CBS News Entertainment“, The Most Beautiful People Are Back, 30 April 2003. წაკითხვის თარიღი: 30 April 2003. 
  2. Company's 100 Sexiest Men. Company Magazine's 100 Sexiest Men of 2003. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-02-16-ში. წაკითხვის თარიღი: 2 August 2004.
  3. Colin Farrell Biography
  4. ShowBiz Ireland — Colin Farrell Grief for Grandfather: Photos & Wallpapers…
  5. Hellomagazine.com. COLIN FARRELL SHOWS HIS BROTHERLY LOVE AT "VICE" PREMIERE. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-02-16-ში. წაკითხვის თარიღი: 28 July 2006.
  6. Wills, Dominic. “Colin Farrell - Biography“, TalkTalk. წაკითხვის თარიღი: May 10, 2010. 
  7. Colin Farrell: People.com
  8. Visimag.com. Movie Idols: We look at the exploding film career of Colin Farrell. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-02-16-ში. წაკითხვის თარიღი: 2004.