კობრისკბილასებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კობრისკბილასებრნი
Jordanella floridae
Jordanella floridae
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
რიგი: კობრისკბილასნაირნი
ოჯახი: კობრისკბილასებრნი
ლათინური სახელი
Cyprinodontidae

კობრისკბილასებრნი (ლათ. Cyprinodontidae) — თევზების ოჯახი კობრისკბილასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 3-10 სმ აღწევს. ოჯახში 430-მდე სახეობაა, ბინადრობენ ამერიკის, აფრიკის, სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის ტროპიკულ და ზომიერად თბილ წყალში, ზოგი სახეობა — ცხელ წყალში (40-50°C). კობრისკბილასებრთა 3 სახეობა ცხოვრობს სამხრეთ ევროპაში. ზოგი სახეობა კარგად ეგუება წვიმისა და გვალვის მონაცვლეობის პირობებს. წყალსატევის ამოშრობისას თევზები იღუპებიან, ხოლო ლამში ჩაფლული ქვირითი ცოცხლობს. წვიმის მოსვლისთანავე ქვირითი ვითარდება და თევზი იჩეკება. ზოგი კობრისკბილასებრნი ცოცხლადმშობია (გამბუზია). სარეწაო მნიშვნელობა არა აქვთ. ბევრი კობრისკბილასებრნი ლამაზია და სააკვარიუმედ ამრავლებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]