კლოპენ ტრუიეფუ
კლოპენ ტრუიეფუ — ლიტერატურული პერსონაჟი ვიქტორ ჰიუგოს რომანიდან პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი.
ვიქტორ ჰიუგოს რომანში [რედაქტირება]
ნაწარმოებში კლოპენი პიერ გრენგუარს ჩაუშლის პიესას, როცა დააყაჩაღებს მაყურებლებს. იმავე ღამით კი გრენგუარი მიეჭრება კლოპენ, "საოცრებათა სასახლეში", სადაც კლოპენი წარმოჩნდება არა როგორც ქურდბაცაცა, არამედ უსახლკაროების მეფე. კლოპენი გრენგუარს საზღვრის დარღვევის გამო("საოცრებათა სასალეში" შესვლა პატიოსან ადამიანებს ეკრეძალებოდათ) ჩამოხრჩობას მიუსჯის, თუმცა მშვენიერი ესმერალდა იხსნის მას სიკვდილისგან, იმით რომ ცოლად გაჰყვება ფორმალურად. ნაწარმოების ბოლოს კი, კლოპენი გებულობს ესმერალდას ჩამოხრჩობის შესახებ, კაპიტან ფებუსის მოკვლის მცდელობის ბრალდებით. მისი გადარჩენის მიზნით, კლოპენი თავისი ხალხით გარს შემოარტყამს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, რათა კათედრალზე იერიში მიიტანოს და გამოიხსნას ესმერალდა, რომელიც კვაზიმოდოს ჰყავს შეფარებული. იერიშის საპასუხოდ კვაზიმოდო თავს იცავს ქვებით, კუნძებითა და გამდნარი ტყვიით. საბოლოოდ, ავტორი არნიშნავს, რომ კლოპენი მამაცურად დაიღუპა ტაძარზე თავდასხმის დროს.
ადაპტაციები [რედაქტირება]
დისნეის ანიმაციური ფილმი [რედაქტირება]
კლოპენი აგრეთვე წარმოჩენილია უოლტ დისნეის ფილმში „კუზიანი ნოტრ-დამიდან“, სადაც იგი არის ბოშა. ფილმში კლოპენი ჰიუგოსეულ კლოპენტან შედარებით არის მეტად მხიარული და ნაკლებად ავბედითი. მის პერსონაჟს ახმოვანებს პოლ კანდელი.
