კირჩოლმის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კირჩოლმის ბრძოლა
პოლონეთ-შვედეთის ომის ნაწილი

კირჩოლმის ბრძოლა
თარიღი 1605 წლის 16 სექტემბერი
მდებარეობა კირჩოვი(დღევანდელი სალასპილსი)
შედეგი პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის გამარჯვება
მხარეები
პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის დროშა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა, შვედეთის დროშა შვედეთი
მეთაურები
იან კაროლ ჩოდკევიჩი კარლ IX
ძალები
3,600:
1,000 ქვეითი
2,600 კავალერია
5 ქვემეხი
10,868:
2,500 კავალერია
8,368 ქვეითი
11 ქვემეხი
დანაკარგები
100 მკვდარი, 200 დაჭრილი 7,600–8,000 მოკლული, ტყვედ ჩავარდნილი ან დაკარგული
კირჩოლმის ბრძოლა ვიკისაწყობში

კირჩოლმის ბრძოლა (1605 წლის 16 სექტემბერი) — პოლონეთ-შვედეთის ომის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრძოლა. ბრძოლა გაგარძელდა 20 წუთი, სადაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ფრთიანი ჰუსარების გამანადგურებელმა შეტევამ. ბრძოლა დასრულდა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის გამანადგურებელი გამარჯვებით, ეს იყო თანამეგობრობის კავალერიის ერთ-ერთი უდიდესი ტრიუმფი.

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1605 წლის 27 სექტემბერს თანამეგობრობისა და შვედეთის ძალები შეხვდნენ პატარა ქალაქ კირჩოლმთან (ახლანდელი სალასპილსი ლატვიაში, რიგის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 18 კილომეტრში). შვედეთის მეფე კარლ IX-ს უფრო მეტი ჯარისკაცი ჰყავდა, რომლის საერთო რაოდენობაც შეადგენდა 10,868 კაცს და 11 ქვემეხს. შვედეთის არმიაში შედიოდა ორი დასავლელი სარდალი, ფრედერიკ ლუნებურგელი და გრაფი იოახიმ ფრედერიკ მანსფელდი, ასევე რამდენიმე ათასი გერმანელი და ჰოლანდიელი დაქირავებული და რამდენიმე ასეული შოტლანდიელიც.

პოლონურმა გვირგვინმა უარი თქვა თავდაცვისთვის თანხების მოზიდვაზე და ჯარების გაგზავნაზე, მხოლოდ დაპირებებს იძლეოდნენ, რომლებიც არასოდეს შეასრულეს. ჯარი, ლიტვის დიდი ჰეტმანის იან კაროლ ჩოდკევიჩის მეთაურობით, დაღლილი და მშიერი იყო; თუმცა, ჯარისკაცები აღფრთოვანებული იყვნენ თავიანთი ლიდერით. მან პირობა დადო, რომ ჯარისკაცებს ხელფასს თავისი ფულით გადაუხდიდა, რის შედეგადაც ლიტვადან ახალწვეულთა შემოდინება დაიწყო. პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის არმია ჩოდკევიჩის მეთაურობით შედგებოდა დაახლოებით 1000 ქვეითისგან და 2600 მხედრისგან, მაგრამ მხოლოდ 5 ქვემეხი გააჩნდათ. თუმცა, პოლონურ-ლიტვური ძალები კარგად იყო დასვენებული და მათი კავალერია ძირითადად შედგებოდა ჩინებულად გაწვრთნილი ფრთიანი ჰუსარებისგან, ან მძიმე კავალერიისგან, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ შუბებით. მოწინააღმდეგე მხარეს კი, შვედური კავალერია ცუდად იყო გაწვრთნილი, შეიარაღებულნი იყვნენ იარაღებით და კარაბინებით, ასევე მათი ცხენები დარლილები იყვნენ, რადგან 10 კილომეტრი ღამით სიარული მოუწიათ. პოლონურ-ლიტვურ ძალებს ჰყავდათ ლიტველი თათრებისა და კაზაკების მცირერიცხოვანი დაქირავებული რაზმი, რომლებიც ძირითადად დაზვერვის მიზნით გამოიყენებოდნენ.

განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვედური ძალები ჭადრაკის ფორმირების მზგავსად იყვნენ განლაგებულები, არმიას შეადგენდნენ ქვეითი პოლკები რომლებიც 7 ან 8 დამოუკიდებელ ბლოკად იყვნენ განაწილებულები. ფალანგები შვედურმა და გერმანულმა კავალერიამ შეავსო, ხოლო ქვემეხები კავალერიის წინ იყვნენ განლაგებულები. ჩარლზის არმია განთავსად ოთხ ხაზად ქედის თხემზე. პირველი ხაზი შედგებოდა ოთხი ქვეითი ბატალიონისგან, კავალერია მეორე ხაზზე, ექვსი ქვეითი ბატალიონი მესამე ხაზზე და კავალერია მეოთხე ხაზზე. ქვეითი ბატალიონები ჩამოყალიბდა 30-დან 30-ზე კვადრატებად, ცენტრში პიკმენებით და კიდეებზე იარაღიანი ჯარისკაცებით, ხოლო მწკრივებს შორის არსებული ნაპრალი კავალერიას მოძრაობის საშუალებას აძლევდა.

იან კაროლ ჩოდკევიჩმა განალაგა თავისი ძალები ტრადიციულ ღრმა პოლონურ საბრძოლო ფორმირებაში - ეგრეთ წოდებული "ძველი პოლონური ორდენი" - მარცხენა ფრთა მნიშვნელოვნად გაძლიერდა და მეთაურობდა ტომაშ დაბროვა, ხოლო მარჯვენა ფრთა შედგებოდა ჰუსარების მცირე რაზმით იან პიოტრ საპიჰას მეთაურობით. ცენტრი მოიცავდა ჰეტმან ჩოდკევიჩის 300 ჰუსარისგან შემდგარ დანაყოფს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლეიტენანტი ვინსენტი ვოინა და კურლანდის ჰერცოგ ფრიდრიხ კეტლერის მიერ გამოგზავნილი რეიტერების ძლიერი ფორმირება. ცენტრში მოთავსდა პოლონურ-ლიტვური ქვეითი ჯარი, ძირითადად უნგრული ჰაიდუკის სტილში შეიარაღებული. დაახლოებით 280 ჰუსარი დარჩა გენერალური რეზერვის სახით თეოდორ ლაკის მეთაურობით.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩოდკევიჩი საათობით ცდილობდა შვედები გაეტყუებინა, ის თავისი მსუბუქი კავალერიით პატარ-პატარა შეტევებს ანხორციელებდა. ჩოდკევიჩს, რომელსაც ბევრად მცირე არმია ჰყავდა (დაახლოებით 3:1 შეფარდება), გამოიყენა ფეინტი, რათა შვედები მოსცილებოდნენ კარგ პოზიციებს. შვედები ჩარლზის მეთაურობით ფიქრობდნენ, რომ პოლონეთ-ლიტვის ჯარები უკან იხევდნენ და ამიტომ შეუტიეს ფერდობის ფსკერს, გამოიყენეს თავიანთი კავალერიის მეორე ხაზი ფლანგების დასაფარად, ხოლო ქვეითი ჯარის პირველი ხაზი დაიხურა. სწორედ ამას ელოდა ჩოდკევიჩი. თანამეგობრობის ძალებმა ახლა ცეცხლი გაუხსნეს ქეთლერის კურლანდიის ჰარკებუზიერებს, ხოლო ვინსენტ ვოინას ჰუსარებმა, შვედეთის ხაზებზე იერიში მიიტანეს, რამაც ქვეითებში არეულობის გამოწვევა გამოიწვია.

მთავარი ბრძოლა დაიწყო შვედეთის მარჯვენა ფლანგზე პოლონეთ-ლიტვური კავალერიის მხედრობით. დაახლოებით 1000 ჰუსარი არღვევს მენსფილდის რეიტერებს და უტევს შვედეთის მესამე ქვეით ხაზს უკნიდან. ამავე დროს, შვედეთის მარცხნივ, 650 ჰუსარი იან პიოტრ საპიეჰას მეთაურობით გადავიდა იერიშზე. მას შემდეგ, რაც ჩარლზმა თავისი რეზერვი გაგზავნა 700 კავალერიით, ჩოდკევიჩმა გაგზავნა თავისი რეზერვები. შვედური კავალერიის მთელი ძალები საბოლოოდ გაანადგურეს და უკან დახევისას, მრავალი ქვეითი ჯარისკაცი მოკლეს, რის გამოც ისინი დაუცველნი გახდნენ ჰუსარების წინააღმდეგ.

30 წუთში შვედური კავალერია სრულ უკან დახევაში იყო ორივე ფლანგზე, რითაც ცენტრში მყოფი ქვეითი ჯარი ჰუსარებისა და ჩოდკევიჩის ქვეითი ჯარის ცეცხლსასროლი იარაღის მსხვერპლნი გახდნენ. შვედეთის დამარცხება გარდაუვალი იყო. კარლ IX -ის არმიამ დაკარგა ჯარის ნახევარი შესაძლოა, ორი მესამედი მაინც. პოლონეთ-ლიტვის დანაკარგებმა შეადგინა მხოლოდ 100 დაღუპული და 200 დაჭრილი, თუმცა ჰუსარებმა, დაკარგეს გაწვრთნილი საბრძოლო ცხენების დიდი ნაწილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Šapoka, A. (1936). Lietuvos istorija (Lithuanian). Kaunas. 
  • Barkman, Bertil C:son (1939). Kungl. Svea Livgardes Historia (Swedish). 
  • Brzezinski, Richard; Vukšić, Velimir (2006). Polish Winged Hussar 1576–1775. Osprey Publishing. 
  • Frost, R.I. (2000). The Northern Wars, 1558–1721. Pearson Education Limited. ISBN 978-0-582-06429-4. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]