კინორინქები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კინორინქები | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Kinorhyncha | ||
| დაცვის სტატუსი | ||
კინორინქები (Kinorhyncha), ზღვის ჭიების კლასი. მათი 0,1—1 მმ-მდე სიგრძის სხეული დანაწევრებულია სეგმენტებად და მოფენილია ქაცვებით ან კაუჭებით კან-კუნთოვანი პარკი არა აქვთ. ნაწლავი მარტივი მილია. ნერვული სისტემა ხახისირგვლივი რგოლისა და მუცლის ძეწკვებისაგან შედგება. გრძნობის ორგანოებია 1—2 წყვილი პატარა პიგმენტური თვალუკი და მგრძნობიარე ჯაგარი. სისხლის მიმოქცევის სისტემა არა აქვთ. გამომყოფ სისტემას 1 წყვილი პროტონეფრიდია შეადგენს. ცალსქესიანი ცხოველებია, რომელთა განვითარება მეტამორფოზით ხდება. კლასში 1 რიგის 30-ზე მეტი სახეობაა. ფართოდ არიან გავრცელებული. იკვებებიან ერთუჯრედიანებით და დეტრიტით.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 5, გვ. 523, თბ., 1980
სტატიის