კინონის ციხე-სიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კინონის ციხე-სიმაგრე
აზერ. Kinon qalası
მდებარეობა თალიშის მთები, დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
თარიღდება VIII საუკუნე

კინონის ციხე-სიმაგრე (აზერ. Kinon qalası) - არქიტექტურული ძეგლი, რომელიც მდებარეობს თალიშის მთებში სოფელ იუხარი-ნუვედის უკან. თალიშურად ნიშნავს "ქალწულთა კოშკს".

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეგენდის თანახმად, IX საუკუნეში, როდესაც ხურამიტების მოძრაობა ფართოდ იყო გავრცელებული, ამ ციხე-სიმაგრეში თავს აფარებდნენ ადგილობრივი ბელადებისა და მეთაურების ცოლები და ქალიშვილები. თავის ნაწარმოებში «ლენკორანი» მირხავშინ ტალიშლი და ჰუსეინბალა ალიევი ადასტურებენ ლეგენდას ამ ციხე-სიმაგრის შესახებ და აღნიშნავენ: იგი უხსოვარი დროიდან იწოდება «კინონის ციხე-სიმაგრედ» - «ქალწულთა კოშკად».

ისტორიკოსი რზაგულუ რზაევი თავის ნაშრომში «იუხარი-ნუვედი. ლენკორანი» ციხე-სიმაგრეს VII საუკუნეს მიაკუთვნებს და აღნიშნავს, ეს ციხე-სიმაგრე ბაბირ-შაჰმა თავისი ქალიშვილისათვის ააშენა.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Mirhaşım Talışlı, Hüseynbala Əliyev (1990). Lənkəran. Bakı. səh. 21.
  • Rzaqulu Rzayev (2007). Yuxarı-Nüvədi.Lənkəran. səh. 34.