კიდანები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხატაელები მიმინოთი ნადირობის დროს, სუნის დინასტიის დროინდელი ნახატი

კიდანები, ხატაელები, მონღოლური ჯგუფის ტომები, რომლებიც უძველეს დროს მომთაბარეობდნენ ახლანდელი შიგა მონღოლეთისა და მონღოლეთის სრულ ტერიტორიაზე. ცნობილები არიან მე-4 საუკუნიდან. 907 წელს ტომის ბელადმა ილა-აბუგიმ თავი კიდანების იმპერატორად გამოაცხადა, დაიმორჩილა მეზობელი ტომები, გააფართოვა თავისი იმპერია დასავლეთით და ჩრდილოეთით, ხოლო 926 წელს სახელმწიფოს დაერქვა დიდი ლიაო, 983 წელს — კიდანების დიდი სახელმწიფო, ხოლო 1066 წელს კვლავ დიდი ლიაო. ლიაოს სახელმწიფო ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო აღმოსავლეთ აზიაში. 1005 წლიდან მას ჩინეთი უხდიდა ყოველწლიურ ხარკს. ლიაოს სახელმწიფო 1125 წელს გაანადგურეს ჯურჯენებმა. კიდანების ნაწილი გადასახლდა დასავლეთით, შუა აზიაში (ყარაკიდანები, ყარახატაელები).

ლიტერატურა[რედაქტირება]