კვეცა (ფონეტიკური)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კვეცა ფონეტიკური პროცესი — ფუძისეული ბოლოკიდური ხმოვნის მოკვეცა ხმოვნით დაწყებული სუფიქსის დართვისას. თანამედროვე ქართულ ენაში და ხმოვანზე დამთავრებული ფუძეები იკვეცება მხოლოობითი რიცხვის ორ ბრუნვაში: ნათესაობითსა და მოქმედებითში. მაგ: გზა — გზის; დედა — დედის, დედით; მზე — მზის, მზით; კლდე — კლდის, კლდით და ა.შ. ებ-ან მრავლობითში ა-ზე გათავებული ფუძეები მრავლობითშიც მოიკვეცენ ბოლო ხმოვანს. ე-ზე გათავებული — არა. არ იკვეცება ა-სა და ე-ზე გათავებული ადამიანთა სახელები: მანანა — მანანა-ს და არა მანან-ის, სალომე — სალომეს და არა — სალომ-ის. აგრეთვე ა-სუფიქსით ნაწარმოები ფუძეები წითელა—წითელა-სი და არა — წითლ-ის, ნაფოტა—ნაფოტა-სი და არა — ნაფოტ-ის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]