კეიტ ბოსუორთი
| კეიტ ბოსუორთი Kate Bosworth |
|
კეიტ ბოსუორთი 2011 წელს |
|
| დაბადების სახელი | კეთრინ ენ ბოსუორთი |
| დაბადების ადგილი | ლოს-ანჟელესი, კალიფორნია |
| დაიბადა | 2 იანვარი, 1983 |
| საქმიანობა | მსახიობი |
| შემოქმედების წლები | 1998–დღემდე |
კეთრინ ენ „კეიტ“ ბოსუორთი[1] (ინგლ. Kate Bosworth; დ. 2 იანვარი, 1983) — ამერიკელი კინომსახიობი. ბოსუორთმა მონაწილეობა მიიღო ტელესერიალში „ახალგაზრდა ამერიკელები“, სადაც შეასრულა ბელა ბენქსის როლი.[2] 2002 წელს ითამაშა ფილმში „ცისფერი სიამოვნება“, რის შემდეგ პოპულარობა მოიპოვა. ერთი წლის შემდეგ ბოსუორთმა როლი მიიღო ფილმში „უონდერლენდი“, სადაც მისი პარტნიორი გახდა ველ კილმერი, ხოლო 2006 წელს კევინ სპეისისთან ერთად ითამაშა ფილმში „ზღვასთან“. 2008 წლის იანვარში კეიტი გახდა ამერიკული დიზაინ-სტუდიის Calvin Klein-ის სახე.
სექციების სია |
ბიოგრაფია [რედაქტირება]
კეიტ ბოსუორთი დაიბადა 1983 წლის 2 იანვარს, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჟელესში, დედამისის დიასახლისის პატრისიის და მამამისის ყოფილი ტოპ-მენეჯერის ჰაროლდ ბოსუორთის ოჯახში.[3][4] ექვსი წლის ასაკში ოჯახმა დატოვა სან-ფრანცისკო. ჰაროლდ ბოსუორთის სამსახურის გამო ოჯახს ხშირად უწევდა მოგზაურობა ქვეყანაში.[3] კეიტი ძირითადად გაიზარდა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე (მასაჩუსეტსისა და კონექტიკუტის შტატებში).[3] ბოსუორთი ყოველთვის იყო დაინტერესებული საცხენოსნო სპორტით. 14 წლის ასაკში იგი გახდა ამ სპორტის სახეობის ჩემპიონი.[3][5] იგი დაიბადა ჰეტეროქრომიით, რის გამოც მარჯვენა თვალი ყავისფერი აქვს, ხოლო მარცხენა თვალი — ცისფერი ფერის.[6]
ბოსუორთის კინოდებიუტი შედგა 1998 წელს ფილმში „ცხენების მომთვინიერებელი“. კინოკრიტიკოსებმა კინო დადებითად შეაფასეს.[7] 2000 წელს როლი მიიღო ტელესერიალში „ახალგაზრდა ამერიკელები“, თუმცა მომდევნო ხანში სერიები გაუქმდა.[6] იმავე წელს მცირე როლი მიიღო ფილმში „ტიტანების გახსენება“.[2] 2001 წელს ბოსუორთი საცხოვრებლად გადადის ლოს-ანჟელესში. 2002 წელს გადაიღეს ფილმში „ცისფერი ტალღა“. ამერიკელმა კინოკრიტიკოსმა პიტერ ტრევერსმა ფილმი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ „ბოსუორთი არის ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ვარსკვლავი..“.[8] საერთო ჯამში ფილმს დადებითად შეხვდნენ და აშშ-ში ფილმა მოაგროვა $40 მილიონი აშშ დოლარი.[9] „ცისფერი სიამოვნება“-ში წარმატებული როლის შესრულების შემდეგ კეიტმა ითამაშა ფილმებში „სექსის წესები“ (2002) და „უონდერლენდი“ (2003). 2004 წელს მთავარი როლი მიიღო ფილმში „შეხვედრა ვარსკვლავთან“, რომელიც გააკრიტიკეს და ამასთანავე კინო ფინანსურად წარუმატებელი აღმოჩნდა. ამავე წელს განასახიერა სანდრა დის სახე ფილმში „ზღვასთან“, რომელმაც კინოკრიტიკოსების მხრიდან შერეული აღიარება მიიღო, ამასთანავე ფინანსური თვალსაზრისით მარცხი განიცადა. ბოსუორთი რამდეჯერმე გამოჩნდა Revlon-ის გამოცემაში და ინგლისურ გასართობ ჟურნალში სახელწოდებით FHM-ის გამოკითხვაში მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალები, სადაც დაიკავა მე-60 ადგილი.[10][11]
2006 წელს კეიტმა როლი მიიღო ფილმში „სუპერმენის დაბრუნება“,[12] რომელიც ძირითადად დადებითად შეფასდა.[13] ამავე წელსვე სიგურნი უივერთან ერთად როლი შეასრულა ფილმში „გოგონა პარკში“. სხვა ფილმებიდან აღსანიშნავია: „21“ და „მეომრის გზა“. 2000 წელს კეიტ ბოსუორთი მიიღეს პრისტონის უნივერსიტეტში, თუმცა მოგვიანებით იგი სასწავლებლიდან გარიცხეს.[14] არის ნებაყოფლობითი ორგანიზაციის Appalachia Service Project წევრი.[15]
2002-2006 წლებში კეიტი ხვდებოდა მსახიობ ორლანდო ბლუმს,[6][16][17] 2006 წლიდან კი ჯეიმზ რუსოს, რომლებმაც ერთმანეთი გაიცნეს მარკ ჯეკობსის წვეულებაზე. ჯეიმზ რუსომ ბოსუორთისთვის დაწერა სიმღერა "To Make You Mine". კეიტ ბოსუორთი ურთიერთობაში იმყოფებოდა აგრეთვე მსახიობთან ალექსანდრე სკარსგორდთან.[18].
ფილმოგრაფია [რედაქტირება]
| წელი | სახელწოდება | როლი | შენიშვნა |
|---|---|---|---|
| 1997 | მეშვიდე ცა | სტუდენტი | ეპიზოდი: "ვინ იფიქრებდა?" ეპიზოდი: "ვინ ლაპარაკობს?" |
| 1998 | ცხენების მომთვინიერებელი | ჯუდითი | |
| 2000 | ახალჩამოსულები | კორტნი დოჰერტი | |
| 2000 | ტიტანების გახსენება | ემა ჰოიტი | |
| 2000 | ახალგაზრდა ამერიკელები | ბელა ბენქსი | 8 ეპიზოდი |
| 2002 | ცისფერი ტალღა | ენ მარი ჩედვიკი | |
| 2002 | სექსის წესები | კელი | |
| 2003 | უონდერლენდი | დაუნ შილერი | |
| 2004 | შეხვედრა ვარსკვლავთან | როზალი ფატჩი | |
| 2004 | ზღვასთან | სანდრა დი | |
| 2005 | ფუტკრების სეზონი | ჩალი | |
| 2006 | სუპერმენის დაბრუნება | ლოის ლეინი | |
| 2007 | გოგონა პარკში | ლუიზა | |
| 2008 | 21 | ჯილი | |
| 2010 | მკვდარი ცუდი ობერტონები | მოკლემეტრაჟიანი ფილმი | |
| 2010 | სულელები | მერჯი | მოკლემეტრაჟიანი ვიდეო |
| 2010 | მეომრის გზა | ლინი | |
| 2011 | პატარა ჩიტები | ბონი მიულერი | |
| 2011 | ნათესავები | ალისა | |
| 2011 | საუკეთესო მეგობრები და ბავშვი | დინა | |
| 2011 | თივის ძაღლები | ემი სამერი | |
| 2012 | Movie 43 | არლენი |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკიციტატაში არის სტატია: კეიტ ბოსუორთი
- კეიტ ბოსუორთი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
- კეიტ ბოსუორთი (ინგლისური)
- კეიტ ბოსუორთი (ინგლისური)
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Her middle name is "Ann" rather than "Anne". State of California. California Birth Index, 1905-1995. Center for Health Statistics, California Department of Health Services, Sacramento, California. Lists Catherine Ann Bosworth born January 2, 1983 in Los Angeles, California. At Ancestry.com
- ↑ 2.0 2.1 Hello Magazine Filmography — Kate Bosworth. Hello Magazine. წაკითხვის თარიღი: 2008-07-29.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Hello Magazine Profile — Kate Bosworth. Hello Magazine. წაკითხვის თარიღი: 2008-07-29.
- ↑ Coleman, Sandy. “THREAT OF BRUSH FIRES REMAINS“, Boston Globe, 2002-09-01. წაკითხვის თარიღი: 2010-09-02.
- ↑ Bosworth Gives Up Her Horse Riding Dream. ContactMusic. წაკითხვის თარიღი: July 7, 2006.
- ↑ 6.0 6.1 6.2 Kate Bosworth. People.com. წაკითხვის თარიღი: July 25, 2011.
- ↑ Horse Whisperer, The (1998): Reviews. Metacritic (1998-05-15). წაკითხვის თარიღი: 2009-08-12.
- ↑ Travers, Peter. “Blue Crush“, Rolling Stone, 2002-09-05. წაკითხვის თარიღი: 2009-08-12. დაარქივებულია ორიგინალიდან May 27, 2008-ში.
- ↑ Business Data for Blue Crush (2002). IMDB.com. წაკითხვის თარიღი: May 25, 2006.
- ↑ Susan Sarandon and Kate Bosworth join Revlon. Cosmetic Business (2004-04-10). წაკითხვის თარიღი: 2008-07-29.
- ↑ Soriano, César G.. “Jolie sizzles atop 'FHM' sexiest list“, USA Today, 2005-03-23. წაკითხვის თარიღი: 2008-07-29.
- ↑ Kate Bosworth is the New Lois Lane in "Superman Returns. clickthecity.com (2006-06-09). წაკითხვის თარიღი: 2007-08-17.
- ↑ Superman Returns (2006): Reviews. Metacritic (2006-06-28). წაკითხვის თარიღი: 2008-11-14.
- ↑ Coogan, Anna (2008-07-24). On the cover: Kate Bosworth. Herald. წაკითხვის თარიღი: 2008-07-29.
- ↑ Kate Bosworth Biography. Celebrity Elle. წაკითხვის თარიღი: 2008-07-29.
- ↑ Love At First Sight For Bloom. ContactMusic. წაკითხვის თარიღი: July 6, 2006.
- ↑ Orlando Bloom, Kate Bosworth Split Up. People (2005-01-31). წაკითხვის თარიღი: 2008-07-29.
- ↑ Alexander Skarsgard and Kate Bosworth Split : People.com