კეისარ კაშიევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეისარ კაშიევა
სრული სახელი აზერ. Qeysər Seyfulla qızı Kaşıyeva
დაიბადა 7 ივნისი, 1893
დაბადების ადგილი ტფილისი, ტფილისის გუბერნია
გარდაიცვალა 17 აპრილი, 1972(1972-04-17)
გარდაცვალების ადგილი ბაქო, აზერბაიჯანის სსრ
სფერო ფერწერა
ჟანრი პორტრეტი

კეისარ სეიფულა ყიზი კაშიევა (აზერ. Qeysər Seyfulla qızı Kaşıyeva; დ. 7 ივნისი 1893, ტფილისი — გ. 17 აპრილი 1972, ბაქო) — აზერბაიჯანელი მხატვარი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1893 წლის 7 ივნისს თბილისში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. 1907-1908 წლებში სწავლობდა კავკასიის საზოგადოების სახვითი ხელოვნების სამხატვრო კლასში. მოღვაწეობის ადრეულ ეტაპზე, მუშაობდა ამიერკავკასიის ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებაში, რომელიც აერთიანებდა თბილისის ელიტის თურქ-მუსულმან ქალებს. მუშაობდა აფიშებზე და პლაკატებზე, აფორმებდა სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებების მოსაწვევებს და ა.შ. თავის პირველ ნამუშევრებს ასრულებდა ფანქრით, აკვარელით, ტუშით ან ნახშირით. კეისარ კაშიევას მასწავლებლები იყვნენ გამოჩენილი გერმანელი მხატვრები — მიუნხენის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულები ოსკარ შმერლინგი და კარლ ზუმერი.

1916 წელს იგი ცოლად გაჰყვა ოფიცერ შირინ-ბეგ კესამანსკის, რომელიც დაბრუნდა თბილისში პირველ მსოფლიო ომში მძიმედ დაჭრის შემდეგ და რომელმაც მოგვიანებით პოლკოვნიკის წოდება მიიღო. იმავე წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი ლეა. ოჯახური იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა; მეუღლე გარდაეცვალა 1919 წელს მალარიისგან. მათი ერთადერთი ქალიშვილი მოგვიანებით ქიმიკოსი გახდა და 1994 წელს გარდაიცვალა.

აზერბაიჯანის დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შემდეგ კეისარი საცხოვრებლად ბაქოში გადავიდა (1918 წლის ბოლოს), სადაც ეწეოდა ქალთა საგანმანათლებლო მოღვაწეობას, მონაწილეობას იღებდა ახალგაზრდა რესპუბლიკის კულტურულ ცხოვრებაში. გასაბჭოების შემდეგ კეისარმა მუშაობა დაიწყო ა.ბაირამოვის სახელობის ქალთა სახვითი ხელოვნების კლასის განყოფილების. ამ წლებში კაშიევა ქმნიდა ორიგინალურ ილუსტრაციებს პოპულარული ქალთა ჟურნალისათვის „შიარგ გადინი“ („აღმოსავლეთის ქალბატონი“). 1930 წლებში კაშიევა ცოლად გაჰყვა პარტიულ მუშაკ ზულფუგარ სეიდბეილის. შვილები ამ ქორწინებიდან არ ჰყოლია. 1938 წელს სეიდბეილი პოლიტიკური მიზეზების გამო დააპატიმრეს და ცოლთან ერთად გადაასახლეს. კაშიევა რეაბილიტირებულ იქნა და გადასახლებიდან 1956 წელს დაბრუნდა.[1][2] იგი კვლავინდებურად აგრძელებდა ხატვას.

1972 წლის 17 აპრილს მხატვარი გარდაიცვალა ბაქოში, 78 წლის ასაკში. კაშიევას ნაშრომები ინახება აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში.

ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაშიევას მიერ შექმნილი ნახატების უმნიშვნელო ნაწილი ინახება აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების მუზეუმში. ისინი წარმოდგენილია ალბომების სახით. აზერბაიჯანის ისტორიის მუზეუმში შენახულია მხატვრის რამდენიმე პირადი ნივთი და ნახატების ესკიზები.

მოღვაწეობის საწყის ეტაპზე კაშიევა აფორმებდა აფიშებსა და პლაკატებს თბილისის ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების სხვადასხვა ღონისძიებებისათვის. 1905-1915 წლებში შექმნა უამრავი პორტრეტი, ნახატი და პეიზაჟი. მუშაობდა ფანქრით, აკვარელით, ნახშირით. ამ პერიოდის ნაშრომებს მიეკუთვნება „ი. გოვცაროვის პორტრეტი“ (1909), „მუსულმანი ინტელიგენტი“ (1912 ), „ტბის ნაპირი“ (1914), „ბაბა იაგა“ (1915) და სხვა. 1918 წლის შემდეგ კაშიევას მიერ აკვარელებით და ზეთის საღებავებით დაწერილი რეალისტური მიმართულების ნახატები „დიდებული ქალი“, „მოხუცი დარაჯი“, „ქართველი გოგონა“, „მონადირე“, „მეხანძრე“, „გოგოლის პორტრეტი“ და სხვა, განსხვავდებიან თავისი შესრულებით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]