კბილღვედა ვეშაპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კბილღვედა ვეშაპი

ატლანტური კბილღვედა ვეშაპი (Mesoplodon bidens)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Mesoplodon (Gervais, 1850)

კბილღვედა ვეშაპი (ლათ. Mesoplodon) — ძუძუმწოვართა გვარი დინგნისკარტასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 6 -მდე. ფერად მუქები არიან, ზოგჯერ თეთრი ლაქებით. დინგი სუსტადაა გამოყოფილი დაბალი შუბლ-ცხვირის ბალიშისაგან. თავის ქალის როსტრუმი მაგარი და მონოლითურია; ყბები — გრძელი და ვიწრო. კბილები (1 წყვილი) წაბრტყელებული ფორმისაა, განლაგებულია ქვედა ყბის წინა მხარეს (დედალს ჩვეულებრივ არ ამოსდის). გვარში 15-მდე სახეობაა. გავრცელებული არიან თითქმის ყველა ოკეანეში. გამოირჩევიან მცირერიცხოვნობით, მცირედ შესწავლილები არიან. იკვებებიან თავფეხიანი მოლუსკებითა და თევზით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]