კაჭკაჭი (მონეს ნახატი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაჭკაჭი
La Pie
ავტორი კლოდ მონე
წელი 1868-1869
კატალოგი 133
ტიპი ზეთი, ტილო
სიმაღლე 89 სმ
სიგანე 130 სმ
ქალაქი პარიზი
მუზეუმი ორსეის მუზეუმი

კაჭკაჭიფრანგი იმპრესიონისტი მხატვრის, კლოდ მონეს ნახატი, შესრულებული ზეთის საღებავებით, ტილოზე, 1868-1869 წლებში ნორმანდიაში, ეტრეტას კომუნას მახლობლად.

1869 წელს საფრანგეთში დიდი თოვლი მოვიდა. ეტრეტაში მონემ ზამთრის ახალი ტილოების შექმნა განიზრახა და ბაზილს „კაჭკაჭისათვის“ საღებავების გამოგზავნა სთხოვა. ბევრი მოვერცხლისფრო თეთრი, შავი, ბევრი სპილოსძვლისფერი, ბევრი კობალტისფერი ლურჯი, ბევრი გამჭვირვალე ლაქი და ყვითელი ოხრა, ესაა ფერები, რომლებიც მონემ ამ ნახატის დასახატად გამოიყენა. ნახატში თოვლი ძალიან მსუბუქი და ბრჭყვიალაა.

ვინაიდან მონეს ძალიან მოსწონდა ჰოლანდიური მხატვრობა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ აფასებდა ბრეიგელსაც, თუმცა მისგან განსხვავებით მონესთან საერთოდ არ არიან პერსონაჟები, მხატვარი გვიჩვენებს ისეთ სამყაროს სადაც ადამიანი არ ჩანს. ეს კომპოზიცია ძალიან მარტივია და გარკვეულწილად კოროს გავლენა იგრძნობა.

კომპოზიცია გაწონასწორებულია: წინა პლანზე გეომეტრიული ჩრდილებია განლაგებული, მეორე პლანი თოვლით დაფარული ხეების ტოტებია, ჰორიზონტის დასალიერში კი შეიძლება იყოს ზღვა ან მდელო.

1869 წლის სალონის ჟიურიმ „კაჭკაჭი“ დაიწუნა. შეიძლება იმიტომ, რომ ის შესანიშნავი ლურჯი ჩრდილების ეფექტი, რომელიც კაჭკაჭის ბუმბულზეც მეორდება, მხატვრის სურვილით მას ლურჯ ფრინველად აქცევს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დიდი მხატვრები, მონე, გამომცემლობა პალიტრა L, თბ., 2010
  • Fell, Derek (2007). The Magic of Monet's Garden. Firefly Books. ISBN 1-55407-277-8.
  • Schapiro, Meyer (1997). Impressionism: Reflections and Perceptions. George Braziller. pp. 68–69. ISBN 0-8076-1420-3.
  • Wildenstein, Daniel (1999). Monet: Or the Triumph of Impressionism. Taschen. ISBN 3-8228-7060-9.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]