კაცის ხედვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაცის ხედვა: ნახატზე შიშველი გოგონა ლეოპარდის ტყავში (ფელიქს ტრიუტა, 1844) გადაწოლილმა ქალმა იცის, რომ მას უყურებს კაცი, რომლის სახეც ოთახის ფანჯარაში მოჩანს.

კაცის ხედვა, კაცის მზერა, მეილ-გეიზი (ინგლ. Male Gaze) — ფემინისტური თეორიის მიხედვით, ვიზუალურ ხელოვნებასა[1] და ლიტერატურაში[2] ქალებისა და მსოფლიოს გამოხატვის აქტი მასკულინური, ჰეტეროსექსუალური პერსპექტივიდან, რომელიც აღწერს და წარადგენს ქალებს როგორც სექსუალურ ობიექტებს ჰეტეროსექსუალი კაცი მაყურებლების სიამოვნებისთვის.[3] მხატვრული კინოს ვიზუალურ და ესთეტიკურ გამოხატულებებში კაცის ხედვას აქვს სამი პერსპექტივა: კამერის უკან მდგომი კაცები, ფილმის კაცი პერსონაჟები და ნამუშევრის კაცი მაყურებლები.[4] კაცის ხედვის კონცეპტუალური ანალოგია ქალის ხედვა.

კაცის ხედვის კონცეპტუალური და თეორიული ბაზისია ზიგმუნდ ფროიდისა და ჟაკ ლაკანის ფსიქოანალიტიკური თეორიები სკოპოფილიის შესახებ (ყურებით მიღებული სიამოვნება), რომელთა მიხედვითაც „სიამოვნების მომნიჭებელი ყურების პირველყოფილ სურვილს“ ესთეტიკურად სასიამოვნო ადამიანის ან ნივთის ხედვა, მზერა აკმაყოფილებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Feminist Aesthetics“. Stanford Encyclopedia of Philosophy. Winter 2012. ციტატა: „Assumes a standard point of view that is masculine and heterosexual. . . . The phrase 'male gaze' refers to the frequent framing of objects of visual art so that the viewer is situated in a masculine position of appreciation.“
  2. That the male gaze applies to literature and to the visual arts: Łuczyńska-Hołdys, Małgorzata (2013). Soft-Shed Kisses: Re-visioning the Femme Fatale in English Poetry of the 19th Century, Cambridge Scholars Publishing, p. 15.
  3. Eaton, E.W. (September 2008). „Feminist Philosophy of Art“. Philosophy Compass. Wiley-Blackwell. 3 (5): 873–893. doi:10.1111/j.1747-9991.2008.00154.x.
  4. Walters, Suzanna Danuta (1995). „Visual Pressures: On Gender and Looking“, Material Girls: Making Sense of Feminist Cultural Theory. Berkeley, California: University of California Press, გვ. 57. ISBN 9780520089778.