კატრინა (ქარიშხალი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კატრინა (ქარიშხალი) 2005 წლის 28 აგვისტო

კატრინა (ინგლ. Hurricane Katrina) — ამერიკის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი ძალის ქარიშხალი[1], რომელიც დაფიქსირდა 2005 წლის აგვისტოში. კატასტროფის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა ახალი ორლეანი, სადაც წყლის ქვეშ მოთავსებული იყო ქალაქის 80 %. სტიქიური უბედურების შედეგად დაიღუპა 1836 მცხოვრები, მეტად დიდი იყო ფინანსური ზარალიც.

განვითარებული მოვლენები[რედაქტირება]

ქარიშხალმა ფორმირება დაიწყო 2005 წლის 23 აგვისტოს ბაჰამის კუნძულებთან ახლოს. მანამ სანამ ქარიშხალი აშშ-ის სანაპიროს მიუახლოვდებოდა მისი საშიშროების დონე მე-5 კატეგორიას მიეკუთვნებოდა (საფირ-სიმპსონის ქარიშხლების სკალით), 12 საათით ადრე მანამ ქარიშხალი აშშ-ის სანაპიროს მიუახლოვდა მისი საშიშროების დონე მე-4 კატეგორიამდე დავარდა.

2005 წლის 27 აგვისტოს გაიარა ფლორიდის სანაპიროები, საიდანაც გადაუხვია მექსიკის ყურისაკენ.

ამერიკის შეერთებული შტატების იმდროინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ლუიზიანას, მისისიპის, ალაბამისა და ფლორიდის შტატები გამოაცხადა სტიქიური უბედურების ზონებად. 2005 წლის აგვისტოს ბოლოს გამოცხადდა ახალი ორლეანის აუცილებელი ევაკუაცია[2].

2005 წლის 29 აგვისტოს კატრინამ მიაღწია აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს. მისი მოქმედების ზონაში მოექცნენ ლუიზიანას, ჯორჯიის, მისისიპისა და ალაბამის შტატები. როდესაც დატრიალდა კატასტროფა დაზარალებულ მხარეებში დაიწყო მასობრივი არეულობა. დაფიქსირდა ადამიანთა ასობით მსხვერპლი, მრავალი ადამიანი გაუჩინარდა, ახალი ორლეანი წყლის ქვეშ მოექცა, დაიწყო მოროდიორობა და სხვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სურათები:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Knabb, Richard D. ; Rhome, Jamie R.; Brown, Daniel P (December 20, 2005; updated August 10, 2006)Tropical Cyclone Report: Hurricane Katrina: 23–30 August 2005 (PDF). National Hurricane Center. წაკითხვის თარიღი: 2006-05-30.
  2. (2005) „The chaos of evacuation“. National Geographic Special edition: Katrina: გვ. 80-81. წაკითხვის თარიღი: 2007-03-24.