კატასტროფა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სან-ფრანცისკოში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ. 1906 წელი.

კატასტროფა (ძვ. ბერძნ. καταστροφή – გადატრიალება, ჩამოგდება, სიკვდილი) — ბუნებრივი ან ტექტოგენური საგანგებო მდგომარეობის შედეგად წარმოქმნილი მოვლენები, რომელსაც თან სდევს ადამიანთა მსხვერპლი ან რაიმე გამოუსწორებელი შედეგი ამა თუ იმ ობიექტის ისტორიაში. ტერმინი კატასტროფა მეცნიერებაში დაამკვიდრა ფრანგმა მათემატიკოსმა რენე ტომმა. განისაზღვრება როგორც ტრაგიკული მოვლენა, რომელიც მიწისძვრის, წყალდიდობის, კატასტროფული ავარიის, ხანძრისა და აფეთქების შემდეგ გამომდინარეობს. ეს ცნება ასე განისაზღვრება: ობიექტის ხარისხობრივი ცვლილება ამ ობიექტზე მოქმედი პარამეტრების თანაბარი, თანდათანობითი ცვლილებებისას. ჟორჟ კიუვიემ განავითარა „კატასტროფების თეორია“ — ცოცხალი ორგანიზმების ფორმების ცვალებადობის ახსნა გლობალური კატასტროფებით და ახალი ღვთაებრივი შემოქმედებითი აქტებით.[1] არსებობს გაგება ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც გულისხმობს 1) ბუნებრივ ანომალიას; 2) ატომური ელექტროსადგურის, ტანკერის და სხვ. ავარიას; 3) სასიცოცხლო გარემოში ანთროპოგენურ საზიანო ჩარევას.[2] ფართოდ არის ცნობილი მაგალითად ჩერნობილის კატასტროფა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]