კარლ ნეჰამერი (გერმ.Karl Nehammer დ. 18 ოქტომბერი, 1972, ვენა, ავსტრია) — ავსტრიელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, 2021 წლის 6 დეკემბრიდან ავსტრიის რესპუბლიკის კანცლერი (სახალხო პარტია).[1] 2020 წლის 7 იანვრიდან 2021 წლის 6 დეკემბრამდე იყო ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი.[2] 2018-2020 წლებში სახალხო პარტიის გენერალური მდივანი. 2017 წლის 9 ნოემბრიდან 2020 წლის 7 იანვრამდე იყო ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 2021 წლის 3 დეკემბრიდან იკავებს სახელისუფლებო, სახალხო პარტიის თავმჯდომარის პოსტს.