კარლ გუსტავ იაკობ იაკობი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარლ გუსტავ იაკობ იაკობი

იაკობი, კარლ გუსტავ იაკობ (დ. 10 დეკემბერი. 1804, პოტსდამი — გ. 18 თებერვალი. 1851, ბერლინი), გერმანელი მათემატიკოსი, ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1836), პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1833). ელიფსურ ფუნქციათა თეორიის ერთ-ერთი შემქმნელი. გამოიკვლია თეტა-ფუნქციები და ზოგიერთი სხვა ტრანსცენდეტული ფუნქცია. მნიშვმელოვანი გამოკვლევები აქვს რიცხვთა თეორიაში, წრფივ ალგებრაში, ინტეგრალურ აღრიცხვაში, დიფერენციალურ განტოლებათა თეორიასა და ვარიაციათა აღრიცხვაში. შემოიღო ფუნქციონალური დეტერმინატები, გამოიკვლია ორთოგონალურ მრავალწევრთა ერთი კლასი.

პირადი ხელსაწყოები