კაპიტოლიუმის მუზეუმები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაპიტოლიუმის მოედანი მიქელანჯელოს ქალაქმშენებლობის იდეალის ხორცშესხმაა (ეტიენ დიუ პერაკის გრავიურა, 1568).

კაპიტოლიუმის მუზეუმები (იტ. Musei Capitolini) — მსოფლიოში უძველესი საზოგადოებრივი სამუზეუმო კომპლექსი, რომელსაც საფუძველი პაპმა სიქსტუს IV-ემ 1471 წელს ჩაუყარა და „რომაელ ხალხს“ ანტიკური ბრინჯაოს კოლექცია გადასცა საჩუქრად, რომელიც მანამდე ლატერნაში ინახებოდა.

მუზეუმის შენობები[რედაქტირება]

მუზეუმები მიქელანჯელო ბუონაროტის მიერ დაპროექტებულ კაპიტოლიუმის მოედანზე სამ სასახლეშია განთავსებული რომში; შუა საუკუნეების სენატორის სასახლეში, მიქელანჯელოს მიერ კონსერვატორთა რენესანსულ პალაცოდ გადაკეთებულ სასახლესა და მისივე მსგავსად აგებულ XVII საუკუნის ახალ სასახლეში. XX საუკუნეში მუდმივადმ ზარდი კოლექციის ნაწილი მეზობელ პალაცოში, კეფარელი-კლემენტინოში გადაიტანეს. პალაცო „დეი კონსერვატორი“ ხელოვნების ისტორიის ბევრ წიგნში მოიხსენიება, როგორც პირველი შენობა, რომლის მშენებლობაშიც გიგანტური ორდერი იქნა გამოყენებული — რამდენიმე სართულზე გაჭიმული პილასტრები. ამ პალაცოს არქიტექტურული მოტივები შეიმჩნევა სხვადასხვა დროის ნაგებობებში სხვადასხვა კონტინენტზე. კაპიტოლიუმის მოედანზე დადგმულია ანტიკური ხანიდან შემორჩენილი ცხენზე ამხედრებული მარკუს ავრელიუსის (რომელიც შუა საუკუნეებში იმპერატორ კონსტანტინეში ერეოდათ) ქანდაკების ზუსტი ასლი. მუზეუმში დაცულია რომის სიმბოლოდ მიჩნეული ქანდაკებები - ძუ ლომი, რომელიც ტყუპ რომულუსსა და რემუსს ძუძუს აწოვებს. ამ სკულპტურის ასლი დადგმულია მაღალ კოლონაზე ცენტრალური შენობის მარცხნივ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]