კაპაზი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაპაზი
სრული სახელი კაპაზის პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი
მეტსახელი „Dağlılar“ (მთამსვლელები)
„Yenilməz Armada“ (დაუმარცხებელი არმადა)
„Qərblilər“ (დასავლელები)
„Sarı-Göylər“ (ყვითელი-ბლუზი)
დაარსდა 1959; 60 წლის წინ
სტადიონი განჯას ქალაქის სტადიონი (განჯა, აზერბაიჯანი)
(ტევადობა: 27,000)
პრეზიდენტი იაშარ ვაჰაბზადე
ლიგა აზერბაიჯანის პირველი დივიზიონი
2022-2023 8
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

„კაპაზი“ (აზერ. Kəpəz Peşəkar Futbol Klubu; გამოითქმის [kæpæz]) — განჯაში მდებარე აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბი, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანის პირველ დივიზიონში თამაშობს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაპაზ PFC დაარსდა 1959 წელს, ტოქსუკუს სახელით. გუნდი საბჭოთა პირველ ლიგაში თამაშობდა. 1959 წელს, წინა სეზონში საბჭოთა პირველი ლიგის პირველი ადგილით დასრულების შემდეგ გუნდი საბჭოთა ტოპ ლიგაში დაწინაურდა.[1] თავისი ისტორიის განმავლობაში კლუბს „ტარაგგი“ და „ტუქსუკუ“ ერქვა, თუმცა ცნობილი, უფრო თანამედროვე ერაში, გახდა კაპაზის სახელით; კაპაზი გუნდს 1982 წელს დაარქვეს.[2][3]

პოსტ-საბჭოთა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წელს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვებისა და აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის სამჯერ მოგების შემდეგ, გუნდს კაპაზი კიდევ ერთხელ დაერქვა.[4] 1997-98 წლების სეზონი გუნდმა დაუმარცხებლად დაასრულა.

კაპაზს ეკუთვნის აზერბაიჯანის ისტორიაში ყველაზე გრძელი მოგებათა სერია. გუნდს სეზონში 22 მოგება და 4 ფრე ჰქონდა. კაპაზი რჩება ერთადერთ გუნდათ რომელმაც საკუთარი ქვეყნის ლიგის მოგება დაუმარცებლად შეძლო; აღსანიშნავია, რომ 1998 წლის 23 სექტემბრიდან 10 თვის განმავლობაში ვერცერთმა გუნდმა მოახერკა კაპაზის წინააღმდეგ ქულის აღებაც კი. 22 გამარჯვებიდან ტექნიკურ გამარჯვებას 2 თამაში წარმოადგენდა.[5]

ფინანსური ბრძოლა (2002 – დღემდე)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაპაზს, აზერბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფეხბურთო კლუბს, 2000-იანი წლების ბოლოს ფინანსური პრობლემები წარმოექმნა. 2002 წლიდან მოყოლებული კლუბი ლიგის ცხრილში თანდათან ქვემოთ მიდიოდა; ამ პროცესმა გუნდის ფინანსურ მდგომარეობაზეც მოახდინა გავლენა.[6][7]

მიუხედავად კლუბის გულშემატკივრების კრიტიკისა, 2005 წელს, კლუბის ახალ მეპატრონეებს გუნდისთვის სახელის შეცვლა და განჯა-ის დარქმევა სურდათ.[8] ფინანსური პრობლემების გამო, 2007 წელს, გუნდი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგიდან გამოირიცხა. თუმცა AFFA-ს და ადგილობრივი კავშირების დახმარებით კლუბმა 2009-10 წლების სეზონი აზერბაიჯანის პირველ დივიზიონში მაინც ჩაატარა.[9][10] 2010 წელს გუნდი აზერბაიჯანის პირველი დივიზიონის ჩემპიონი გახდა და სეზონი 47 ქულით დაასრულა; ამგვარად, კლუბი კვლავ აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში მოხვდა.[10] 2011 წელს გადაწყდა, რომ კლუბს ძველი სახელი - კაპაზ PFC - დაბრუნებოდა.[11][12]

2013 წლის აპრილში კაპაზი გადაიყვანეს აზერბაიჯანის პირველ დივიზიონში. კლუბის ფინანსური მდგომარეობა არ გააუმჯობესებულა, და ამ ფაქტმა გუნდიდან მრავალი ფეხბურთელის წავსლა გამოიწვია.[13]

2017 წლის 18 ნოემბერს, შაჰინ დინიევი თანამდებობიდან გადადგა;[14] აღნიშნული ქმედებიდან 2 დღის შემდეგ, 2017 წლის 20 ნოემბერს, შანიჰ დინიევის ადგილზე იუნის გუსეინოვი დაინიშნა.[15]

გულშემატკივრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბს, ყარაბაღსა და ხაზარ ლეონკორანთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს აზერბაიჯანში. აზერბაიჯანულ პროფესიონალურ საფეხბურთო კლუბებსს შორის, კაპაზ PFC-ს, საშინაო თამაშებზე საშუალოდ ყველაზე მეტი გულშემატკივარი ესწრება. 2015-16 წლების სეზონის პირველი ნახევრის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, კაპაზი პირველ ადგილს იკავებს საშუნაო თამაშებზე გულშემატკივართა დასწრების მხრივ (თამაშზე საშუალოდ 15,000 გულშემატკივარით). ეს რიცხვი თითქმის სამჯერ აღემატებოდა მათ უახლოეს მეტოქეს.[16][17]

2015-16 წლების სეზონში გულშემატკივართა რეკორდული მაჩვენებელი, 2016 წლის 14 თებერვალს, კაპაზსა და ყარაბაღს შორის გამართულ მატჩზე დაფიქსირდა (გულშემატკივართა რაოდენობა შეადგენდა 20,400-ს).[18]

კლუბის ცნობილი ცნობილი „სელებრითია“ ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში - ტოგრულ ასკეროვი.[19]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Кяпаз Гянджа on Wildstat.ru ru. wildstat.ru. ციტირების თარიღი: 7 August 2010.
  2. Полностью сформировался состав вновь возвратившегося в футбол азербайджанского клуба "Гянджа" დაარქივებული 2011-07-06 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
  3. Azerbaycan çempionatlarının rekordçusu "KEPEZ"in möhteşem tarixi. az. ციტირების თარიღი: 7 August 2010.
  4. Футбольный клуб "Кяпяз" предпочел называться "Гянджой". Day.az. ციტირების თარიღი: 7 August 2010.
  5. Годы независимости. Успехи Нефтчи, Кяпаза, Шамкира, и французский позор. Azerisport.com. ციტირების თარიღი: 5 June 2011.
  6. Mehman Allahverdiyev: "İsgəndər Cavadov Gəncəyə lazım deyil" Azerbaijani. xemsefans.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 November 2013. ციტირების თარიღი: 3 September 2013.
  7. Gəncə futbol ictimaiyyəti İsgəndər Cavadova qarşı çıxdı! (BƏYANAT) Azerbaijani. Sportinfo.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 September 2013. ციტირების თარიღი: 3 September 2013.
  8. Мехман Аллахвердиев: "Все достижения гянджинцев связаны с именем именно этой команды – "Кяпаз". sport24.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 March 2012. ციტირების თარიღი: 7 August 2010.
  9. Magsad. Футбольный клуб "Гянджа" вновь будет участвовать в чемпионате Азербайджана. Day.az.
  10. 10.0 10.1 “Gəncə”nin növbəti mövsüm I divizionda çıxış etməsi dəqiqləşdi (აზერბაიჯანული)
  11. Гянджа сменила название. Azerisport.com. ციტირების თარიღი: 31 May 2011.
  12. Gəncə klublarının adı dəyişdirildi. ციტირების თარიღი: 31 May 2011.
  13. "Kəpəz" BİABIRÇI durumda: futbolçular yuyunmağa su, yeməyə çörək tapmırlar Azerbaijani. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 28 October 2014.
  14. Şahin Diniyev istefa verdi Azerbaijani. Kapaz PFK (18 November 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ნოემბერი 2017. ციტირების თარიღი: 19 November 2017.
  15. Yunis Hüseynov baş məşqçi təyin edildi Azerbaijani. Kapaz PFK (20 November 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივნისი 2019. ციტირების თარიღი: 2 იანვარი 2021.
  16. Peşəkar Futbol Liqası. ციტირების თარიღი: 13 December 2017.
  17. Azerisport.com. Кяпаз – неоспоримый лидер. ციტირების თარიღი: 13 December 2017.
  18. Vital, Elan. Premyer Liqada yeni rekord. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 13 December 2017.
  19. Toğrul Əsgərov azarkeşlik etdiyi klubumuzun adını açıqladı Azerbaijani. awf-az.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 3 September 2013.