კანადის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კანადის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მუზეუმი
45°23′11″ ჩ. გ. 75°42′28″ დ. გ. / 45.38660306° ჩ. გ. 75.70778389° დ. გ. / 45.38660306; -75.70778389
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
მდებარეობა ოტავა, ონტარიო, კანადა.
ოფიციალური საიტი https://ingeniumcanada.org/cafm და https://www.cafmmuseum.techno-science.ca[1]
Map

კანადის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მუზეუმი — ეროვნული სასოფლო-სამეურნეო მუზეუმი ქალაქ ოტავაში, ონტარიოს პროვინციაში, კანადაში. მუზეუმი მოქმედებს როგორც “სამუშაო ფერმა“ და უზრუნველყოფს საზოგადოებრივ პროგრამებსა და გამოფენებს სოფლის მეურნეობის მეცნიერებაზე და ისტორიაზე. გარდა ადგილზე ჩატარებული გამოფენებისა, მუზეუმი ასევე აწყობს სხვა ქვეყნის მუზეუმების სამოგზაურო გამოფენებს.

მუზეუმის კოლექცია წარმოიშვა 1920 წელს ცენტრალურ ექსპერიმენტულ მეურნეობაში დაარსებული მუზეუმიდან, თუმცა ეროვნული სოფლის მეურნეობის მუზეუმი ფედერალურმა მთავრობამ 1983 წლის ოქტომბრამდე არ გახსნა, როგორც სოფლის მეურნეობის მუზეუმი. თავდაპირველად მხოლოდ რძის პროდუქტს მოიცავდა, მოგვიანებით მუზეუმი გაფართოვდა და მოიცვა რამდენიმე სხვა შენობა ცენტრალურ ექსპერიმენტულ ფერმაში. მუზეუმს დაერქვა კანადის სოფლის მეურნეობის მუზეუმი 2000 წლის მაისში, 2013 წლის მაისში მან მიიღო თავისი ამჟამინდელი სახელი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანადის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მუზეუმის კოლექცია წარმოიშვა მუზეუმიდან, რომელიც ფუნქციონირებდა ცენტრალურ ექსპერიმენტულ ფერმაში 1920 წელს.[2] კოლექციის მოვლა მოგვიანებით აიღეს კანადის ეროვნულმა მუზეუმებმა, თუმცა კოლექციიდან ზოგიერთი ნივთი გადაეცა კანადის ცივილიზაციის მუზეუმს, ზოგიერთი კი მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ეროვნულ მუზეუმს.[2]

1978 წელს ჩატარდა დისკუსიები, ცენტრალური ექსპერიმენტული ფერმის ერთ-ერთ შენობაში, სასოფლო-სამეურნეო მუზეუმის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ.[2] 1980 წელს რძის ბეღელის ზედა სართული შეირჩა კოლექციის საგამოფენო გალერეისთვის.[2] მემორანდუმი გაფორმდა სოფლის მეურნეობისა, კანადის სასოფლო-სამეურნეო საკვებისა და კანადის ეროვნულ მუზეუმს შორის, ხოლო კანადის ეროვნული მუზეუმი დათანხმდა მუზეუმის ფუნქციონირებას. მის მიერ დაცული სასოფლო-სამეურნეო კოლექცია წარმოადგენდა ბირთვს, სოფლის მეურნეობის მუზეუმის კოლექციისთვის.[2] კანადამ 1983 წლის აგვისტოში დაასრულა ადგილის განახლება, კანადის ეროვნულმა მუზეუმმა გამოიტანა მუზეუმის პირველი ორი გამოფენა, “ჰაიინგი კანადაში“ და “ოციანი წლების ბეღელი“, პირველი იყო ფერმერული აღჭურვილობის გამოფენა 1840 წლიდან 1960 წლამდე, ხოლო მეორე 1920-იან წლებში ბეღლის იმერსიული გამოფენა. მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა 1983 წლის 12 ოქტომბერს, როგორც სოფლის მეურნეობის მუზეუმი. გახსნის დღიდან მუზეუმის საქმიანობა გაფართოვდა, მუზეუმთან ერთად ფუნქციონირებს შვიდი შენობა საზოგადოებრივი და ადმინისტრაციული მიზნებისთვის.

მუზეუმი თავდაპირველად ფუნქციონირებდა “კანადის ეროვნული მუზეუმი“–ს მიერ 1988 წლამდე, სანამ ის არ დაიშლებოდა.[3] მას შემდეგ მუზეუმმა ორჯერ შეიცვალა სახელი XXI საუკუნეში, პირველად დაერქვა კანადის სოფლის მეურნეობის მუზეუმი 2000 წლის მაისში და კანადის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მუზეუმი 2013 წლის მაისში.

მუზეუმის გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის გამოფენა ინახება ცენტრალური ექსპერიმენტული მეურნეობის შენობაში, სოფლის მეურნეობისა და სასოფლო-სამეურნეო კვლევების ცენტრში, კანადის მთავრობის დეპარტამენტში. მუზეუმს უკავია არაერთი შენობა ცენტრალურ ექსპერიმენტულ მეურნეობაში, თუმცა კანადის საკუთრებაში რჩება მუზეუმის ყველა შენობა.[4]

მუზეუმის მთავარი შენობა, "რძის ბეღელი", არის სამსართულიანი შენობა, რომელსაც აქვს შუშის სახურავი და ორი გვერდითი ფრთები.[5] შენობა დამზადებულია ქვისგან, ხის ქერქისგან და ბათქისაგან. თავდაპირველად აშენდა 1887–1888 წლებში, შენობა მოგვიანებით აღადგინეს 1913 წელს, მას შემდეგ რაც თავდაპირველი სტრუქტურა ხანძარმა გაანადგურა. იმის გამო, რომ შენობა ისტორიულად ასოცირდება რძის პროდუქტის კვლევასთან, შენობა აღიარებულია, როგორც 1987 წლის ფედერალური მემკვიდრეობის შენობა.[6]

მუზეუმი მოიცავს ასევე "ღორის ვიტრინის შენობა"-ს.[7] აშენდა 1911 წელს და განახლდა 1930-იან წლებში, შენობა სანამ მუზეუმად არ გამოიყენებოდა, მანამდე იყენებდნენ ღორების შესამოწმებლად. მუზეუმის მიერ რამდენიმე შენობა გამოიყენება, როგორც ღონისძიების ადგილი. 1912 წელს აიგო რძის ბეღელი კვლევის მხარდასაჭერად და მუზეუმმა გამოიყენა სპეციალური ღონისძიებებისა და საზაფხულო ბანაკების მასპინძლობისთვის.[6] მარცვლეულის ბეღელი ასევე გამოიყენება მუზეუმის მიერ, როგორც ღონისძიების ადგილი.[8]

მუზეუმის ფუნქციონირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმს მართავს ინგენიუმი, რომელიც პასუხისმგებელია კანადის მეცნიერული და ტექნიკური მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე და დაცვაზე. კანადის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მუზეუმის გარდა, ინგენიუმი ასევე მართავს კანადის ორ სხვა ეროვნულ მუზეუმს, კანადის საავიაციო და კოსმოსურ მუზეუმს, ასევე კანადის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმს.[9]

კანადის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მუზეუმი უზრუნველყოფს პროგრამებს და გამოფენებს სოფლის მეურნეობის ისტორიის შესახებ კანადაში.[10][11][12] მდებარეობს ცენტრალურ ექსპერიმენტულ ფერმაში, სადაც 150 ცხოველი იმყოფება, მათ შორის ცხენები, ძროხები, ღორები, თხები, ფრინველები და ცხვრები. სოფლის მეურნეობის ისტორიის გამოფენების გარდა, მუზეუმში ასევე არის ტრაქტორების ისტორიული კოლექცია. მუზეუმი დაკავშირებულია კანადის მუზეუმების ასოციაციასთან, კანადის მემკვიდრეობის საინფორმაციო ქსელთან და კანადის ვირტუალურ მუზეუმთან.

მუზეუმი ასევე ქმნის სამოგზაურო ექსპონატებს, რომლებიც გადატანილია მცირე ზომის მუზეუმებში მთელს კანადაში.[13][14] მუზეუმის ექსპონატებისა და სხვა საჯარო პროგრამების გარდა,[15] მუზეუმი ასევე უზრუნველყოფს დაწესებულებების გაქირავებას სპეციალური ღონისძიებებისთვის.[16][17][18]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://alhfam.org/Regions
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 „Canada Agriculture Museum“. The Canadian Encyclopedia. Historica Canada. 13 January 2015. ციტირების თარიღი: 8 July 2020.
  3. Bothwell, Robert (4 March 2015). „National Museums of Canada“. The Canadian Encyclopedia. Historica Canada. ციტირების თარიღი: 18 September 2020.
  4. Maps of the Central Experimental Farm. Government of Canada (17 September 2019). ციტირების თარიღი: 8 July 2020
  5. Main Dairy Barn. Canada's Historic Places. Parks Canada. ციტირების თარიღი: 8 July 2020
  6. 6.0 6.1 Ace, Darby. (18 November 2019) Historic barns bring architecture to life for students. Ingenium. ციტირების თარიღი: 8 July 2020
  7. Swine Showcase Building No. 91. Directory of Federal Heritage Designation. Parks Canada. ციტირების თარიღი: 8 July 2020
  8. Cereal Barn. Ingenium (2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივლისი 2020. ციტირების თარიღი: 8 June 2020
  9. "National Science and Innovation Gala honours bright young minds, steampunk style". Ottawa Business Journal, Caroline Phillips, May 18, 2017
  10. "The Big 150: Escape the city without leaving — Ottawa’s Experimental Farm" დაარქივებული 2018-06-26 საიტზე Wayback Machine. . Ottawa, Matt Harrison. May 12, 2017
  11. "How Food Earned Its Place in American Museums". Eater, Tove Danovich Oct 23, 2015
  12. Canada Agriculture and Food Museum. Government of Canada (30 April 2019). ციტირების თარიღი: 8 July 2020
  13. "Stratford Perth Museum exhibit allows kids to explore the science behind the food they eat" დაარქივებული 2018-05-02 საიტზე Wayback Machine. . By Galen Simmons, Stratford Beacon Herald, October 4, 2017
  14. "Happy anniversary, Canada — and canola!". Manitoba Cooperator, January 6, 2017. Lorraine Stevenson
  15. "Mechanical stomach for renewable energy built by SRC". Global News, April 29, 2014
  16. Sutin, David. Canada Agriculture Museum.
  17. Sally Everett (12 April 2016). Food and Drink Tourism: Principles and Practice. SAGE Publications, გვ. 352. ISBN 978-1-4739-6595-9. 
  18. "The Great Trail: Busy Day in Ottawa". The Weather Network, August 25, 2017