კამპა (კუნძული)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუნძული კამპა (მარცხნივ)

კამპა (ჩეხ. Kampa) — კუნძული მდინარე ვლტავაში, ცენტრალურ პრაღაში, მალა-სტრანის მხარეს. მის ჩრდილოეთ კიდეს კვეთს კარლოვის ხიდი, რომელიც მას ულიცე-ნა-კამპის ქუჩასთან აერთებს. მალა-სტრანისგან, დასავლეთის მხრდიან გამოყოფილია ვიწრო ხელოვნური არხით.

ამ ადგილს XVII საუკუნეში ესპანელმა ჯარისკაცებმა „კამპუსი“ (მინდორი) უწოდეს, რომლებიც თეთრი მთის ბრძოლის დროს იყვნენ აქ გაჩერებულნი.

ამჟამად, კამპაზე ფუნქციონირებს მუზეუმი, სადაც ცენტრალური ევროპის თანამედროვე ხელოვნების გალერეაა გახსნილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]