კალიფორნიის ნახევარკუნძული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კალიფორნია (მრავალმნიშვნელოვანი).
კალიფორნიის ნახევარკუნძული
Baja peninsula (mexico) 250m.jpg
მდებარეობა ჩრდილოეთი ამერიკა
აკვატორია წყნარი ოკეანე, კალიფორნიის ყურე
კოორდინატები 29° ჩ. გ. 114° დ. გ. / 29° ჩ. გ. 114° დ. გ. / 29; -114
ფართობი 143,396 კმ²
ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
ოლქი ქვემო კალიფორნია (ჩრდილოეთი)
ქვემო კალიფორნია (სამხრეთი)

კალიფორნიის ნახევარკუნძული (ესპ. Península de Baja California) — ნახევარკუნძული მექსიკის დასავლეთ ნაწილში. მისი სიგრძე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 1250 კილომეტრია. იგი წყნარი ოკეანისგან გამოყოფს კალიფორნიის ყურეს. ნახევარკუნძულის ფართობი 143,396 კვადრატულ კილომეტერს შეადგენს. მექსიკის ძირითად ტერიტორიასთან მიერთებულია ხმელეთის წვრილი ზოლით, რომელიც სონორას შტატს მიეკუთვნება. ნახევარკუნძულზე ოთხი უდაბნო მდებარეობს.

გეოლოგია[რედაქტირება]

უძველეს დროში, კალიფორნიის ნახევარკუნძული წარმოადგენდა ჩრდილოამერიკული ტექტონიკური ფილის ნაწილს. დაახლოებით 12-15 მილიონი წლის წინ, ამ ფილის დასავლეთ ნაწილმა დაიწყო მისგან გამოყოფა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ნახევრაკუნძულად. დღეისათვის იგი ვულკანურად საკმაოდ აქტიურ ზონას წარმოადგენს.

ისტორია[რედაქტირება]

ჯერ კიდევ ნახევარკუნძულის აღმოჩენამდე, ევროპელი მკვლევრები ვარაუდობდნენ მისი არსებობის შესახებ. ეს მხოლოდ შემდგომში დადასტურდა, ერნან კორტესის მიერ მექსიკის დაპყრობის გაგრძელებისას, როდესაც გემები კალიფორნიის ყურის გავლით ნახევარკუნძულს მიადგნენ. სახელი „კალიფორნიაც“ სწორედ ესპანელებმა უწოდეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]